https://sputnik-georgia.com/20260913/tbilisshi-cpenkonperencia-gaixsna-300573184.html
თბილისში CPEN- ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა
თბილისში CPEN- ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა
Sputnik საქართველო
GCCA მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს. 13.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-13T17:03+0400
2026-09-13T17:03+0400
2026-09-13T17:03+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294415519_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_c347d544e894f7d450dc47e5b207ebc8.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. GCCA მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს.კონფერენციაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები. ღონისძიების მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" (Building Trust in the Digital Age). როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას სწრაფად ცვლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნდობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ციფრული გარემოს უზრუნველყოფა.ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და ექსპერტები.კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროგრამა 15-17 სექტემბერს გაიმართება. პროგრამა მოიცავს თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და სამუშაო სესიებს - შეხვედრის მონაწილეები მომხარებელთა უფლებების სფეროში არსებულ აქტუალ საკითხებზე იმსჯელებენ და განსაზღვრავენ ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს. საქართველოს ICPEN-ის პრეზიდენტად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება 2025 წლის მაისში ვაშინგტონში გამართულ ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, სადაც ორგანიზაციის წევრმა ყველა ქვეყანამ მხარი საქართველოს დაუჭირა - შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს და ქსელის 2026-2027 წლების სამოქმედო პერიოდს უხელმძღვანელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294415519_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_efc0b59cd94974e77732dc09c09d5aea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
თბილისში CPEN- ის მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა
GCCA მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. თბილისში მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის კონფერენცია გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GCCA მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) ხელმძღვანელ უწყებას წარმოადგენს.
კონფერენციაში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები. ღონისძიების მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება" (Building Trust in the Digital Age).
„მოხარული ვარ, რომ საქართველო ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციის მასპინძელია. ეს შეხვედრა გვაძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გავიზიაროთ, ერთად ვიმსჯელოთ მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა“, - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინძემ.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, დღეს, როდესაც ციფრული ტექნოლოგიები მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას სწრაფად ცვლის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ნდობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანი ციფრული გარემოს უზრუნველყოფა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და ექსპერტები.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო პროგრამა 15-17 სექტემბერს გაიმართება. პროგრამა მოიცავს თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და სამუშაო სესიებს - შეხვედრის მონაწილეები მომხარებელთა უფლებების სფეროში არსებულ აქტუალ საკითხებზე იმსჯელებენ და განსაზღვრავენ ერთიან მიდგომებსა და სტანდარტებს.
საქართველოს ICPEN-ის პრეზიდენტად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება 2025 წლის მაისში ვაშინგტონში გამართულ ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციაზე მიიღეს, სადაც ორგანიზაციის წევრმა ყველა ქვეყანამ მხარი საქართველოს დაუჭირა - შესაბამისად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ICPEN-ის პრეზიდენტობის სტატუსს ოფიციალურად მიიღებს და ქსელის 2026-2027 წლების სამოქმედო პერიოდს უხელმძღვანელებს.