თავისუფალი ჭიდაობა: კონსტანტინე პეტრიაშვილი სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

© photo: Sputnik / Vladimir Baranov / გადასვლა მედიაბანკშითავისუფალი ჭიდაობა
თავისუფალი ჭიდაობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
პეტრიაშვილმა უფროსებში საერთაშორისო შეჯიბრებაზე სადებიუტო ოქროს მედალი მოიპოვა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ერევანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფალავანმა „სტეპან სარგისიანის თასზე“ ოთხი შეხვედრა მოიგო. პეტრიაშვილმა ფინალამდე ბელარუს, რუს და სომეხ მეტოქეებს სძლია, ფინალში კი 2025 წლის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონს, ბელარუს ვლადისლავ კაზლოუს 10:0 მოუგო.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილმა უფროსებში საერთაშორისო შეჯიბრებაზე სადებიუტო ოქროს მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0