საქართველოში სიკვდილიანობა კვლავ აჭარბებს შობადობას

© photo: Sputnikთბილისი - მარჯანიშვილის მოედანი
თბილისი - მარჯანიშვილის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება 2020 წლიდან ფიქსირდება.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება დაფიქსირდა - სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციაში.
საქართველოში მოსახლეობის უარყოფითი მატება 2020 წლიდან ფიქსირდება.
უწყების ცნობით, 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში დაახლოებით 17,5 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 22,2 ათას ადამიანს მიაღწია.
მოსახლეობის უარყოფითი მატება ფიქსირდება საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარისა და თბილისის გარდა.
სიკვდილიანობასა და შობადობას შორის ყველაზე დიდი სხვაობა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის უარყოფითმა მატებამ 1,6 ათასი შეადგინა. შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთის (2,2 ათასი) და კახეთის (791 ათასი) რეგიონები.
2026 წლის პირველ ნახევარში მოსახლეობის მატებამ 330 შეადგინა, თბილისში - 424/
ყველა ახალი ამბავი
0