საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა - მონაცემები განახლდა

© photo: Sputnikთხილი
თხილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის აგვისტოში საქართველომ 79,4 მლნ დოლარის 7,8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის დაახლოებით 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
გასული წლის აპრილთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 5%-ით - 341 ტონა, ხოლო ღირებულება - 41%-ით (22,9 მლნ დოლარი).
ბოლო წლებში შეინიშნება როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ისე ფასის ზრდა, რაც გარჩეული თხილის მიწოდების მატებით არის განპირობებული - 2026 წლის რვა თვის განმავლობაში ქართული თხილის საშუალო ფასმა 1 კგ-ზე 10,2 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის საშუალო ფასზე 34%-ით მეტია.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც წლის მანძილზე ექსპორტირებულია 12,5 ათასი ტონა თხილი.
ამასთან, 1,5 ათასი ტონა თხილი ასევე ექსპორტირებულია სირიაში, 732 ტონა – რუსეთში, 532 ტონა - სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა.
ყველა ახალი ამბავი
0