ფრანგული ბაღი და ბიბლიოთეკა: როგორ გარდაიქმნება ლევილის ქართული მამული?

© Domaine géorgien de Leuvilleლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
ლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ლევილის ქართველთა მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ციხესიმაგრის გვერდით შიდა ეზო და ახალი ფრანგული სტილის ბაღი მოეწყო, რომლებიც სრულად შეესაბამება მამულის ისტორიულ და არქიტექტურულ გარემოს და მისი განვითარების საერთო კონცეფციას.
განახლებული ლევილის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ბიბლიოთეკა გახდება — მამულის ისტორიული არქივი და თანამედროვე სამეცნიერო სივრცე. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, შენობაში სრულად აღდგა ბიბლიოთეკა, ხოლო მანსარდაში წიგნის ფონდის საცავი განთავსდა. სამუშაოებში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკაც იღებდა.
გვერდით მდებარე შენობაში იფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზი და თანამედროვე კომპიუტერული კაბინეტი. ბიბლიოთეკაში განთავსდება მემორიალური და თემატური კოლექციები, ლევილის ბიბლიოთეკისა და სტამბის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია, ასევე თანამედროვე ელექტრონული სამკითხველო დარბაზი.
© Domaine géorgien de Leuville ლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
Реконструкция грузинского поместья Левиль во Франции - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
ლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
აქ თავმოყრილი მასალები ხელმისაწვდომი იქნება ქართველი და უცხოელი მკვლევრებისა თუ ვიზიტორებისთვის. ბიბლიოთეკა გახდება პლატფორმა საქართველოს ისტორიისა და ქართული ემიგრაციის შესასწავლად, სამეცნიერო დისკუსიებისთვის, ასევე ქართული ემიგრაციული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და პოპულარიზაციისთვის.
განახლებული მამულის ცენტრი გახდება ისტორიული ციხესიმაგრე, ანუ შატო, რომელიც სრული რესტავრაციის შემდეგ მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი გახდება.
© Domaine géorgien de Leuvilleლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
Реконструкция грузинского поместья Левиль во Франции - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
ლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
შენობაში შეიქმნება საგამოფენო სივრცე, სადაც ვიზიტორები შეძლებენ გაეცნონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიას, პოლიტიკური ემიგრაციის ცხოვრებასა და იმ ადამიანების მოღვაწეობას, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ინარჩუნებდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას. აქ გაიმართება მუდმივი და დროებითი გამოფენები, ლექციები, საერთაშორისო შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები.
გარდა ამისა, შატოში მოეწყობა რეზიდენციები იმ სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, რომლებიც ლევილში კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის ჩავლენ. ამჟამად ქართულ მამულში სარესტავრაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე ხუთი ჰექტარის ფართობის მიწის ნაკვეთი და შატო შეიძინა.
© Domaine géorgien de Leuvilleლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
Реконструкция грузинского поместья Левиль во Франции - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
ლევილის ქართველთა მამულის რესტავრაცია
ლევილი გახდა არა მხოლოდ ქართველი ემიგრანტების საცხოვრებელი ადგილი, არამედ ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი სიმბოლოც. 1928 წელს, ე.წ. მორალურ ანდერძში განისაზღვრა, რომ მამული ეკუთვნის ქართველ ხალხს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უნდა გადაეცეს.
ეს პირობა 2016 წელს შესრულდა: ფრანგულ მხარესთან მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მამული ოფიციალურად გადავიდა საქართველოს საკუთრებაში.
ლევილის მამულის მასშტაბური პროგრამის ფარგლებში სრულად არის რესტავრირებული შატო, ბიბლიოთეკა და ადმინისტრაციული შენობა. ტერიტორიაზე ასევე გაჩნდა ქართული ოდა-სახლი და ორანჟერეა, გაშენდა ქართული ვენახი და ხილის ბაღი. 2026 წლის თებერვალში ლევილში ასევე დაირგო „რქაწითელისა" და „საფერავის" ჯიშის ყურძენი, დაახლოებით ათას კვადრატულ მეტრზე.
ამჟამად სრულდება მხატვრებისთვის შემოქმედებითი ატელიეების შექმნა, ფრანგული ბაღის მოწყობა, კომუნიკაციები და გარე ინფრასტრუქტურა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული ლევილი ევროპაში ქართული კულტურისა და მეცნიერების ცენტრი უნდა გახდეს, სადაც ისტორიული მეხსიერება თანამედროვე საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროექტებს შეერწყმება.
ყველა ახალი ამბავი
0