https://sputnik-georgia.com/20260913/adelia-petrosianma-sheizleba-batumis-turnirze-iasparezos-300571153.html
რუსეთის ჩემპიონმა, შესაძლოა, ბათუმში ფიგურული ციგურაობის ტურნირზე იასპარეზოს
რუსეთის ჩემპიონმა, შესაძლოა, ბათუმში ფიგურული ციგურაობის ტურნირზე იასპარეზოს
Sputnik საქართველო
ტურნირი საქართველოში 1- 3 ოქტომბის პერიოდში ჩატარდება. 13.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-13T15:37+0400
2026-09-13T15:37+0400
2026-09-13T15:37+0400
საქართველო
სპორტი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300567116_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_c62cf2ce4aa07a827143944e998bcd44.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის სამგზის ჩემპიონმა ადელია პეტროსიანმა, შესაძლოა, სეზონი ბათუმში, „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირზე დაიწყოს, იუწყება სააგენტო РИА Новости წყაროზე დაყრდნობით.„ადელია პეტროსიანი ტურნირის განაცხადში შეყვანილია“, – განაცხადა წყარომ.აღსანიშნავია, რომ სპორტსმენის „ჩელენჯერში“ მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის, რუსეთის ნაკრების საკონტროლო გამოსვლების გათვალისწინებითაც იქნება მიღებული. ტურნირი საქართველოში 1- 3 ოქტომბის პერიოდში ჩატარდება.სეზონებს შორის პერიოდში ადელია პეტროსიანი მწვრთნელ ეთერი თუთბერიძისგან ინა გონჩარენკოსთან გადავიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოციგურავე კარიერის გაგრძელებას აპირებს და მიმდინარე სეზონს არ გამოტოვებს.ბათუმის ყინულის სასახლე ერთი თვის განმავლობაში ფიგურულ ციგურაობაში ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ქვეყანა 24-26 სექტემბერს ახალგაზრდული გრან-პრის ეტაპს პირველად უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 37 ქვეყნის ახალგაზრდა მოციგურავე მიიღებს. შემდეგი ტურნირი 1-3 ოქტომბერს გაიმართება — Challenger-ის სერიის ჩემპიონატი უფროსებისთვის. ოლიმპიური ნაკრები საქართველოს სრული შემადგენლობით წარადგენს. ტურნირზე მსოფლიოს 27 ქვეყნის საუკეთესო მოციგურავეები შეიკრიბებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300567116_342:0:3071:2047_1920x0_80_0_0_30e17e776255a39f84d7ca33a4ac05f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთის ჩემპიონმა, შესაძლოა, ბათუმში ფიგურული ციგურაობის ტურნირზე იასპარეზოს
ტურნირი საქართველოში 1- 3 ოქტომბის პერიოდში ჩატარდება.
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ფიგურულ ციგურაობაში რუსეთის სამგზის ჩემპიონმა ადელია პეტროსიანმა, შესაძლოა, სეზონი ბათუმში, „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირზე დაიწყოს, იუწყება სააგენტო РИА Новости წყაროზე დაყრდნობით.
„ადელია პეტროსიანი ტურნირის განაცხადში შეყვანილია“, – განაცხადა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენის „ჩელენჯერში“ მონაწილეობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის, რუსეთის ნაკრების საკონტროლო გამოსვლების გათვალისწინებითაც იქნება მიღებული. ტურნირი საქართველოში 1- 3 ოქტომბის პერიოდში ჩატარდება.
სეზონებს შორის პერიოდში ადელია პეტროსიანი მწვრთნელ ეთერი თუთბერიძისგან ინა გონჩარენკოსთან გადავიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოციგურავე კარიერის გაგრძელებას აპირებს და მიმდინარე სეზონს არ გამოტოვებს.
ბათუმის ყინულის სასახლე ერთი თვის განმავლობაში ფიგურულ ციგურაობაში ორ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ქვეყანა 24-26 სექტემბერს ახალგაზრდული გრან-პრის ეტაპს პირველად უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 37 ქვეყნის ახალგაზრდა მოციგურავე მიიღებს. შემდეგი ტურნირი 1-3 ოქტომბერს გაიმართება — Challenger-ის სერიის ჩემპიონატი უფროსებისთვის. ოლიმპიური ნაკრები საქართველოს სრული შემადგენლობით წარადგენს. ტურნირზე მსოფლიოს 27 ქვეყნის საუკეთესო მოციგურავეები შეიკრიბებიან.