რადიო Sputnik-მა მარიუპოლში მაუწყებლობა დაიწყო

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირადიო Sputnik-მა მარიუპოლში მაუწყებლობა დაიწყო
რადიო Sputnik-მა მარიუპოლში მაუწყებლობა დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
მარიუპოლის გარდა, პროექტის მოსმენა შესაძლებელია რადიო Sputnik-ის სიხშირეებზე: ლუგანსკში – 96.6 FM, დონეცკში, გორლოვკაში, მაკეევკასა და ენაკიევოში – 93.4 FM.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. რადიო Sputnik-მა მარიუპოლში მაუწყებლობა 106,9 FM სიხშირეზე დაიწყო. რადიოსადგურის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია დღე-ღამის განმავლობაში.
ამავე სიხშირეზე გადაიცემა პროექტ „ნოვოროსია სეგოდნიას“ პროგრამები — გამოცემა Украина.ру-ს და მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ შემადგენლობაში შემავალი რადიო Sputnik-ის ერთობლივი პროექტი.
პროექტი „ნოვოროსია სეგოდნია“ 08:00-დან 10:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში მსმენელს რუსეთთან მიერთებული რეგიონების ყოფა-ცხოვრების შესახებ მოუთხრობს.
მარიუპოლის გარდა, პროექტის მოსმენა შესაძლებელია რადიო Sputnik-ის სიხშირეებზე: ლუგანსკში – 96.6 FM, დონეცკში, გორლოვკაში, მაკეევკასა და ენაკიევოში – 93.4 FM.
რადიო Sputnik-ი საინფორმაციო-ანალიტიკური სრადიოსადგურია, რომელიც FM-სიხშირეზე რუსეთის 70 ქალაქში მაუწყებლობს. იგი რუსეთის ყველაზე ციტირებადი რადიოსადგურია მედიასა და სოციალურ ქსელებში. გადაცემის ვიდეოვერსიები ხელმისაწვდომია რუსულ პლატფორმებზე: VK, RuTube და OK.
ყველა ახალი ამბავი
0