მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში დამნაშავეები დაასახელა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთის მხრიდან რუსეთის დასუსტების მცდელობები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლებოდა - მისი თქმით, მანამდე ამისათვის იყენებდნენ ტერორისტებს კავკასიაში
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებში დასავლეთის ქვეყნების გლობალისტური ელიტები არიან დამნაშავე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაური სამუშაო ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, სადაც BRICS-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დასავლელმა გლობალისტებმა 2014 წელს უკრაინაში პოლიტიკური რეჟიმი შეცვალეს.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ მათ ამას სისხლიანი გადატრიალების გზით მიაღწიეს და უკრაინის ნატოში „შეთრევა“ დაისახეს მიზნად. ამ მიზნით, მათ ხელისუფლებას ჩამოაშორეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რადგან ის ალიანსში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა.
„საბოლოოდ, სწორედ ეს გახდა უკრაინაში დღევანდელი ტრაგიკული მოვლენების ძირითადი მიზეზი. ამაში დამნაშავეები სწორედ ისინი არიან - დასავლური გლობალისტური ელიტები. თუმცა, ისინი ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამავდროულად, პუტინის თქმით, რუსულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისთვის მიუღებელია ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოება.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ სცადეს რუსეთის „ბოლომდე დაშლა“: თავდაპირველად კავკასიაში ტერორისტების დახმარებით, ხოლო ამჟამად - უკრაინაში ნეონაცისტური რეჟიმის გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0