მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პესკოვმა ზელენსკის მოლაპარაკებებზე მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა

© photo: Sputnik / Стрингер / გადასვლა მედიაბანკშივოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
პესკოვმა უპასუხა მედიის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ზელენსკის განცხადებაზე აშშ-ში G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ვლადიმერ ზელენსკის თუ სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს, შეუძლია მოსკოვს ესტუმროს, განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ასე გამოეხმაურა პესკოვი მედიის წარმომადგენლების თხოვნას, გააკეთოს კომენტარი ზელენსკის განცხადებაზე აშშ-ში G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ.
„თუ ზელენსკის ნამდვილად სურს პუტინთან შეხვედრა, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს“, - ციტირებს კრემლის პრესსამსახური პესკოვის სიტყვებს.
რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ G20-ის სამიტზე პუტინის ვიზიტის საკითხი ჯერ დადგენილი არ არის. G20-ის სამიტი 14-15 დეკემბერს მაიამიში გაიმართება. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია G20-ის სამიტზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
ყველა ახალი ამბავი
0