https://sputnik-georgia.com/20260912/gadasaxadebis-gadamxdelebs-drg-s-zedmetobis-saxit-3-lrd-laramde-daubrundebat-300556241.html
გადასახადების გადამხდელებს დღგ-ს ზედმეტობის სახით 3 მლრდ ლარამდე დაუბრუნდებათ
გადასახადების გადამხდელებს დღგ-ს ზედმეტობის სახით 3 მლრდ ლარამდე დაუბრუნდებათ
Sputnik საქართველო
2025 წელს დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2,7 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ 12.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-12T10:42+0400
2026-09-12T10:42+0400
2026-09-12T10:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემოსავლების სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_2e80f5a9b1b432c6a2b1263e8955cfaa.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik .2026 წელს შემოსავლების სამსახური გადასახადების გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით გადახდილი თანხიდან 2,9 მილიარდ ლარს დაუბრუნებს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთერთ ბერკეტს წარმოადგენს. დაბრუნების სისტემა გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზეთუკი პროგნოზი გამართლდა, ბიზნესი 2025 წელთან შედარებით 200 მილიონით ლარით მეტის დაბრუნებას შეძლებს.ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2,7 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 2,5 მლრდ ლარი იყო.დღგ-ს დაბრუნებით ძირითადად სარგებლობენ საქართველოში ინვესტიციების განმახორციელებელი საწარმოები, ასევე კომპანიები, რომლებიც ქვეყნიდან საქონლის ან მომსახურების ექსპორტს ახორციელებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/88/234438825_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_4f07e8118e9bfb5bca344f4ec1fc9474.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური
გადასახადების გადამხდელებს დღგ-ს ზედმეტობის სახით 3 მლრდ ლარამდე დაუბრუნდებათ
2025 წელს დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2,7 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik .2026 წელს შემოსავლების სამსახური გადასახადების გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით გადახდილი თანხიდან 2,9 მილიარდ ლარს დაუბრუნებს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა 2020 წლიდან მოქმედებს და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთერთ ბერკეტს წარმოადგენს. დაბრუნების სისტემა გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე
„დღგ-ს დაბრუნების სახით, ჩვენ გვაქვს 1,378 მლრდ დაბრუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2,9 მლრდ ლარს გადააჭარბებს დაბრუნების მაჩვენებელი”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
თუკი პროგნოზი გამართლდა, ბიზნესი 2025 წელთან შედარებით 200 მილიონით ლარით მეტის დაბრუნებას შეძლებს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 2,7 მილიარდი ლარი დაუბრუნდათ, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 2,5 მლრდ ლარი იყო.
დღგ-ს დაბრუნებით ძირითადად სარგებლობენ საქართველოში ინვესტიციების განმახორციელებელი საწარმოები, ასევე კომპანიები, რომლებიც ქვეყნიდან საქონლის ან მომსახურების ექსპორტს ახორციელებენ.