https://sputnik-georgia.com/20260911/uvizo-mimosvla-briuseli-da-opozicia-mawavarianma-ganmarta-ra-elodeba-saqartvelos-300553100.html
უვიზო მიმოსვლა, ბრიუსელი და ოპოზიცია: მაჭავარიანმა განმარტა, რა ელოდება საქართველოს
უვიზო მიმოსვლა, ბრიუსელი და ოპოზიცია: მაჭავარიანმა განმარტა, რა ელოდება საქართველოს
Sputnik საქართველო
ოპოზიცია ძალიან სუსტი და უძლურია, ამიტომ უვიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირისთვის მომგებიანი არ არის. 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T18:43+0400
2026-09-11T18:43+0400
2026-09-11T18:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:319:960:859_1920x0_80_0_0_79f5156fea18e23ae58c4b6601da34fe.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა შეაჩერებს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება არაეფექტური იქნება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, Imedi LIVE-ის ეთერში.საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. ბოლო წლებში მისი შესაძლო შეზღუდვის საკითხი არაერთხელ დამდგარა. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის საკითხს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა განსაკუთრებით მცირეა ახლა, როდესაც საქართველოში არასაარჩევნო წელია. ის მიიჩნევს, რომ შემდეგ არჩევნებამდე ბრიუსელი დარწმუნდება ქართული ოპოზიციის სისუსტეში და ქვეყნის ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაში.მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს დიალოგის წარმოება „ქართულ ოცნებასთან“. მან დასძინა, რომ თბილისი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები ბრიუსელთან, დაგროვილი წინააღმდეგობების მიუხედავად.„ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმისთვის, რომ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ყველა დონეზე, რომ შეგვიძლია გადავფურცლოთ ეს უსამართლობები და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ის მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარიზში საერთაშორისო კოსმოსურ სამიტზე მიწვევა შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან თბილისთან ურთიერთობების თანდათანობით შერბილების სურვილის სიგნალი იყოს.ოპოზიციის მდგომარეობაზე საუბრისას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ USAID-ისა და NED-ის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, მისი დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო პოლიტიკურმა ძალებმა ევროპული ფონდების მხარდაჭერისთვის ერთმანეთთან კონკურენცია დაიწყეს.„ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, რომ მეტი დაფინანსებით და პრივილეგიით ისარგებლონ“, - განაცადა დეპუტატმა.მან ამჟამინდელ ოპოზიციას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მარგინალიზებული უწოდა.მაჭავარიანის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ძალაში შესვლის შემდეგ, ხელისუფლებამ გაუმჭვირვალე დაფინანსების და „შავი ფულის“ მიმოქცევის არაერთი არხი დახურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალების მომავალი, სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
უვიზო მიმოსვლა, ბრიუსელი და ოპოზიცია: მაჭავარიანმა განმარტა, რა ელოდება საქართველოს
ოპოზიცია ძალიან სუსტი და უძლურია, ამიტომ უვიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირისთვის მომგებიანი არ არის.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა შეაჩერებს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან ესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილება არაეფექტური იქნება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, Imedi LIVE-ის ეთერში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. ბოლო წლებში მისი შესაძლო შეზღუდვის საკითხი არაერთხელ დამდგარა. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა, რომ ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის საკითხს თბილისზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.
„ჩემი ვარაუდია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. ისინი ამ ტყვიას არ გაისვრიან ვინაიდან იციან, რომ ფუჭად გასროლილი ტყვია იქნება“, - განაცადა მაჭავარიანმა.
მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა განსაკუთრებით მცირეა ახლა, როდესაც საქართველოში არასაარჩევნო წელია. ის მიიჩნევს, რომ შემდეგ არჩევნებამდე ბრიუსელი დარწმუნდება ქართული ოპოზიციის სისუსტეში და ქვეყნის ხელისუფლებასთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაში.
მაჭავარიანმა განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, ევროკავშირს მოუწევს დიალოგის წარმოება „ქართულ ოცნებასთან“. მან დასძინა, რომ თბილისი მზად არის აღადგინოს ურთიერთობები ბრიუსელთან, დაგროვილი წინააღმდეგობების მიუხედავად.
„ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმისთვის, რომ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, მიუხედავად ამდენი უსამართლობისა, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ყველა დონეზე, რომ შეგვიძლია გადავფურცლოთ ეს უსამართლობები და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ის მიიჩნევს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარიზში საერთაშორისო კოსმოსურ სამიტზე მიწვევა შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან თბილისთან ურთიერთობების თანდათანობით შერბილების სურვილის სიგნალი იყოს.
ოპოზიციის მდგომარეობაზე საუბრისას, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ USAID-ისა და NED-ის საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ, მისი დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო პოლიტიკურმა ძალებმა ევროპული ფონდების მხარდაჭერისთვის ერთმანეთთან კონკურენცია დაიწყეს.
„ერთმანეთის დაჭმაზე არიან, რომ გარე პატრონებს დაანახონ, ვინ უფრო „ამინდს ქმნის“ ოპოზიციურ ველზე, რომ მეტი დაფინანსებით და პრივილეგიით ისარგებლონ“, - განაცადა დეპუტატმა.
მან ამჟამინდელ ოპოზიციას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მარგინალიზებული უწოდა.
მაჭავარიანის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ძალაში შესვლის შემდეგ, ხელისუფლებამ გაუმჭვირვალე დაფინანსების და „შავი ფულის“ მიმოქცევის არაერთი არხი დახურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული ოპოზიციური ძალების მომავალი, სხვა საკითხებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.