თბილისში 15 კვების ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა

© Facebook / photo: National.Food.Agency / FBსურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე საზოგადოებრივი კვების 15 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტომ დედაქალაქში ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევები გამოავლინეს. უწყების ცნობით, ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ, ბიზნესოპერატორები კი დაჯარიმდნენ.
სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა თბილისში, აღმაშენებლის N36-ში მდებარე რესტორანში შპს „ბეთული“. ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტში. გარდა ამისა, დაფიქსირდა ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესების დარღვევა, კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც „ბეთული“ დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის, კრიტიკული შეუსაბამობისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა და საქმიანობა შეუჩერდა ასევე შპს „ფუდაჰოლიკს“, რომელიც 26 მაისის მოედანზე მდებარეობს.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ინდმეწარმის კუთვნილ საშაურმეს (ქეთევან დედოფლის გამზირი N65), შპს „სომხურ ეზოს“ (ვაჟა-ფშაველას N7ა), შპს „ევროზია ითს ბრაზერსს“ (დავით აღმაშენებლის გამზირი N112), შპს „ინდურ ზაიკას“ (ახმეტის ქუჩა N14) და ინდმეწარმის ობიექტს (გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16), შპს „ნიუ ქარიპოტს“ (ქეთევან დედოფლის გამზირი N47/49), შპს “არქეი რესთორანთ 02”-ს (ვაჟა-ფშაველას გამზ. N6), შპს „როიალ ქითჩენ ისანს” (აწყურის ქუჩა N76), შპს “ელაკკას” ( აწყურის ქუჩა N19ა), შპს „მაუჯ ექსპრესს“ ( ლუბლიანას ქუჩა N19ა) და შპს “რესტორან სეულს” ( ბუდაპეშტის ქ. N7).
განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო ინდმეწარმე (პეკინის N31ბ) და შპს „იომი 1977“ ( გამრეკელის ქ. N3) 5 000-5 000 ლარით დაჯარიმდნენ.
მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
ყველა ახალი ამბავი
0