საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი 12%-ით გაიზარდა

© Сourtesy of Georgian Governmentნავთობგადამამუშავებელი ქარხანა
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ნავთობის ტრანსპორტირებისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის მოცულობამ 31.890.000 ტონა შეადგინა.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ყაზახეთმა გაზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს გავლით: 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობა 12%-ით გაიზარდა და 1 მილიონ ტონას გადააჭარბა, ასეთია ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია KazTransOil-ის მონაცემები.
კომპანიის ცნობით, ასევე გაიზარდა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გავლით ნავთობის ტრანზიტიც. ბათუმის გავლით ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 1,251 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 3%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში სს „ყაზტრანსოილის“ მიერ ნავთობის ტრანსპორტირებისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვის კონსოლიდირებულმა მოცულობამ 31.890.000 ტონა შეადგინა, რაც 4%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ და მის შვილობილ კომპანიას, „ბათუმის საზღვაო პორტს“.
ამჟამად საქართველოში ორი პორტი ფუნქციონირებს: ბათუმის და ფოთის. ტვირთების უმეტეს ნაწილს ფოთი ამუშავებს. ამ პორტის მთავარი შეზღუდვა მისი სიღრმეა - ამჟამად მას არ შეუძლია 1.500-ზე მეტი კონტეინერის ტევადობის გემების მიღება.
ბათუმის პორტი გამოიყენება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთების გადასაზიდად. გარდა ამისა, ბათუმის პორტი ახორციელებს სასუქების გადაზიდვას ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0