https://sputnik-georgia.com/20260911/saqartvelo-da-yazaxeti-fasiani-qaraldebis-bazrebze-ormxriv-wvdomas-amartiveben-300537988.html
საქართველო და ყაზახეთი ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ორმხრივ წვდომას ამარტივებენ
საქართველო და ყაზახეთი ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ორმხრივ წვდომას ამარტივებენ
Sputnik საქართველო
AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ. 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T10:45+0400
2026-09-11T10:45+0400
2026-09-11T10:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
ყაზახეთი
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292032028_0:175:1601:1075_1920x0_80_0_0_4b73be8c3c307d8be2f53593041ad642.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმს Astana Finance Days 2026 ფორუმის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.„ჩვენს ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კი ფართო რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგრადი განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა მიქაბაძემ.მემორანდუმის მიზანია ფინანსური მომსახურების გარკვეულ სფეროებში ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა (AIFC) და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის ორმხრივი წვდომის ხელშეწყობა. შეთანხმება ქმნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას.მემორანდუმის ფარგლებში, AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ. ამასთან, სრულად იქნება გათვალისწინებული თითოეული იურისდიქციის შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები.ახალი ჩარჩო ასევე ითვალისწინებს ორ მარეგულირებელ ორგანოს შორის საზედამხედველო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ბაზრებზე წვდომის გაფართოებას შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმების პირობებში.„რეგიონული ფინანსური ინტეგრაცია რეალურ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როდესაც მარეგულირებელი თანამშრომლობა ბაზრის მონაწილეებისთვის პრაქტიკულ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული ეს შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აღნიშნა AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.მისი თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და საფუძვლის ჩაყრას იმისთვის, რომ ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია საერთაშორისო კაპიტალისთვის უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ და მიმზიდველ საინვესტიციო სივრცედ ჩამოყალიბდეს.შეთანხმება ეფუძნება AFSA-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად 2018 წელს გააფორმეს, რომელმაც მარეგულირებელი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ჩარჩო შექმნა.ახალი მემორანდუმი აღნიშნული თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და ზოგადი მარეგულირებელი თანამშრომლობიდან AIFC-სა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ მექანიზმებზე გადასვლას ითვალისწინებს.მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შედგა ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე - „ფრაგმენტაციიდან ინტეგრაციამდე: რეგიონული თანამშრომლობა უფრო ძლიერი ფინანსური ბაზრებისთვის“.ღონისძიების ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სხვა პარტნიორი იურისდიქციების ფინანსური მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მარეგულირებელი თანამშრომლობის, ბაზრების ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისა და ფინანსური ინტეგრაციის პრაქტიკული მიდგომები განიხილეს.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/06/292032028_75:0:1524:1087_1920x0_80_0_0_9d2fcdba1571d8b391135a83e98087da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ყაზახეთი, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველო და ყაზახეთი ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ორმხრივ წვდომას ამარტივებენ
AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ.
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმს Astana Finance Days 2026 ფორუმის ფარგლებში ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ და AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.
„ჩვენს ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება კი ფართო რეგიონში ფასიანი ქაღალდების ბაზრის მდგრადი განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა მიქაბაძემ.
მემორანდუმის მიზანია ფინანსური მომსახურების გარკვეულ სფეროებში ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრსა (AIFC) და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის ორმხრივი წვდომის ხელშეწყობა. შეთანხმება ქმნის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩარჩოს და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ფინანსური მომსახურებების მიწოდების გამარტივებას.
მემორანდუმის ფარგლებში, AFSA და საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზრის მონაწილეებისთვის ორმხრივი წვდომის პრაქტიკული მექანიზმების შექმნაზე იმუშავებენ. ამასთან, სრულად იქნება გათვალისწინებული თითოეული იურისდიქციის შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები.
ახალი ჩარჩო ასევე ითვალისწინებს ორ მარეგულირებელ ორგანოს შორის საზედამხედველო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის გაძლიერებას, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ბაზრებზე წვდომის გაფართოებას შესაბამისი საზედამხედველო მექანიზმების პირობებში.
„რეგიონული ფინანსური ინტეგრაცია რეალურ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როდესაც მარეგულირებელი თანამშრომლობა ბაზრის მონაწილეებისთვის პრაქტიკულ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. საქართველოს ეროვნულ ბანკთან გაფორმებული ეს შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - აღნიშნა AFSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენია ბოგდანოვამ.
მისი თქმით, შეთანხმება მიზნად ისახავს ფინანსური ინსტიტუტებისა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და საფუძვლის ჩაყრას იმისთვის, რომ ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია საერთაშორისო კაპიტალისთვის უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ და მიმზიდველ საინვესტიციო სივრცედ ჩამოყალიბდეს.
შეთანხმება ეფუძნება AFSA-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მრავალწლიან თანამშრომლობას. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად 2018 წელს გააფორმეს, რომელმაც მარეგულირებელი თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის ჩარჩო შექმნა.
ახალი მემორანდუმი აღნიშნული თანამშრომლობის განვითარების შემდგომ ეტაპს წარმოადგენს და ზოგადი მარეგულირებელი თანამშრომლობიდან AIFC-სა და საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრებს შორის კავშირების განმტკიცებაზე ორიენტირებულ პრაქტიკულ მექანიზმებზე გადასვლას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შედგა ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაზე - „ფრაგმენტაციიდან ინტეგრაციამდე: რეგიონული თანამშრომლობა უფრო ძლიერი ფინანსური ბაზრებისთვის“.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში ცენტრალური აზიის, კავკასიისა და სხვა პარტნიორი იურისდიქციების ფინანსური მარეგულირებელი ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მარეგულირებელი თანამშრომლობის, ბაზრების ტრანსსასაზღვრო დაკავშირებადობისა და ფინანსური ინტეგრაციის პრაქტიკული მიდგომები განიხილეს.