რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია - ვიდეო

გამოწერა
რუსეთსა და საქართველოს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაა. რუსეთი საქართველოს სხვადასხვა პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელია.
2025 წლის მონაცემებით, რუსეთიდან საქართველოში 1,94 მილიარდი დოლარის
საქონელი იქნა იმპორტირებული, 2026 წლის პირველ შვიდ თვეში კი -
თითქმის 1,4 მილიარდი დოლარის.

ამასთან, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კვლავ იზრდება (ბოლო წლის
განმავლობაში ზრდა დაახლოებით 20% იყო).

დღეს რუსეთი საქართველოსთან ვაჭრობის მოცულობით მესამე ადგილზეა,
თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ.

რუსეთი საქართველოში, ტრადიციულად, პირველ ადგილზეა მზა საწვავის
მოწოდების მხრივ - ესაა ბენზინის, დიზელის და მაზუთის იმპორტი. 2026 წლის პირველი ექვს თვეში რუსული ხორბალი მთლიანი იმპორტის 90%-ზე მეტს შეადგენდა.

საქართველოს მცენარეული ზეთის ბაზარი ასევე კრიტიკულად არის დამოკიდებული რუსულ იმპორტზე - ეს ბაზრის დაახლოებით 83%-ია, წიწიბურა კი, პრაქტიკულად, მთლიანად რუსეთიდან შემოდის - იმპორტი თითქმის 100%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0