https://sputnik-georgia.com/20260911/ra-xdeba-varziasi-kulturuli-memkvidreobis-dacvis-erovnuli-saagentos-gancxadeba-300554923.html
რა ხდება ვარძიაში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება
რა ხდება ვარძიაში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება
Sputnik საქართველო
გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისთანავე ვიზიტორებისთვის ვარძიის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აღდგება, განაცხადეს სააგენტოში 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T22:11+0400
2026-09-11T22:11+0400
2026-09-11T22:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293827639_0:0:3520:1980_1920x0_80_0_0_a98072e6675cd528195f54934d321e41.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარე მონაკვეთი ქვათაცვენის გამო დროებით დაიხურა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.უწყების ინფორმაციით, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ქვათაცვენის პროცესი ვითარდება, რადგან კომპლექსი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.სააგენტოს ცნობით, ქვათაცვენის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დამცავი ბადეებია დამონტაჟებული და ტერიტორია სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.„მიმდინარე წელს ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ ქვათაცვენის გააქტიურებულმა პროცესმა საფეხმავლო ბილიკი და დამცავი მოაჯირი დააზიანა. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიხურა“, - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, დღეისათვის ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ არსებული ვითარება აღწერილი და შესწავლილია სააგენტოს წარმომადგენლების და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგების მიერ. „მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგენილია, რომ განმეორებითი ქვათაცვენის საფრთხე მინიმალურია, შესაბამისად, უახლოეს დღეებში დაიწყება ჩამოშლილი მასალის გამოტანა, დამცავი ბადეების მონტაჟი და დაზიანებული მოაჯირების აღდგენა. სამუშაოების დასრულებისთანავე ვიზიტორებისთვის ვარძიის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აღდგება“, - განაცხადეს უწყებაში.ვარძია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა/ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ წინასწარ ჩატარებული სპეციალური კვლევებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს, აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293827639_440:0:3080:1980_1920x0_80_0_0_e91b3f4db30d8d7d09cf28b5d62d8ce2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
ახალი ამბები, საქართველო, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
რა ხდება ვარძიაში: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება
გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაოების დასრულებისთანავე ვიზიტორებისთვის ვარძიის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აღდგება, განაცხადეს სააგენტოში
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარე მონაკვეთი ქვათაცვენის გამო დროებით დაიხურა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ქვათაცვენის პროცესი ვითარდება, რადგან კომპლექსი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს.
სააგენტოს ცნობით, ქვათაცვენის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დამცავი ბადეებია დამონტაჟებული და ტერიტორია სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„მიმდინარე წელს ვარძიაში, ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ ქვათაცვენის გააქტიურებულმა პროცესმა საფეხმავლო ბილიკი და დამცავი მოაჯირი დააზიანა. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომელთა და ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული მონაკვეთი დროებით დაიხურა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დღეისათვის ე.წ. საიდუმლო გვირაბის მიმდებარედ არსებული ვითარება აღწერილი და შესწავლილია სააგენტოს წარმომადგენლების და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგების მიერ.
„მდგომარეობის შეფასების შედეგად დადგენილია, რომ განმეორებითი ქვათაცვენის საფრთხე მინიმალურია, შესაბამისად, უახლოეს დღეებში დაიწყება ჩამოშლილი მასალის გამოტანა, დამცავი ბადეების მონტაჟი და დაზიანებული მოაჯირების აღდგენა. სამუშაოების დასრულებისთანავე ვიზიტორებისთვის ვარძიის მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აღდგება“, - განაცხადეს უწყებაში.
ვარძია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა/ღონისძიება ხორციელდება მხოლოდ წინასწარ ჩატარებული სპეციალური კვლევებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე, რაც გარკვეულ დროს საჭიროებს, აღნიშნულია ინფორმაციაში.