ილია თოფურია ოქტაგონზე დაბრუნებისთვის მზადაა - დანა უაითი

© Courtesy of UFCილია თოფურია
ილია თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
მომდევნო ბრძოლაში ილია შესაძლოა ისევ ჯასტინ გეიჯის ან პედი პიმბლეტს დუპირისპირდეს
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ესპანეთის სახელით მოასპარეზე UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ამერიკელ ჯასტინ გეითჯისთან მძიმე მარცხის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ოქტაგონზე დაბრუნებისთვის მზადაა, განაცადა UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა.
უაითის თქმით, UFC-ის წარმომადგენლები თოფურიასთან მუდმივ კონტაქტზე არიან, თუმცა მისი დაბრუნების თარიღისა და შემდეგი მეტოქის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. შესაძლო ვარიანტებს შორისაა რევანში გეითჯისთან და ბრძოლა ბრიტანელ პედი პიმბლეტთან.
„ჩვენი გუნდი მას მუდმივად ეკონტაქტება. ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი დაგვიგეგმავს, თუმცა ილია ბრძოლისთვის მზად არის და, შესაბამისად, ჩვენც. გეიჯისა და პედი პიმბლეტთან დაპირისპირება კარგად ჟღერს და არცერთ ამ ვარიანტის არ გამოვრიცხავ. გეიჯისთან რევანში შესანიშნავი იქნებოდა, ისევე როგორც პედი პიმბლეტთან ბრძოლა“, – აღნიშნა უაითმა.
ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში 37 წლის ამერიკელ გეიჯისთან მის კარიერაში პირველი მარცხი განიცადა - ტურნირი UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბრძოლა მეოთხე რაუნდის შემდეგ გააჩერეს. ტურნირის შემდეგ თოფურია თეთრი სახლიდან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მას მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ორივე ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა ჰქონდა.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელი იყო, მას ზედიზედ 17 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული. ქართველი UFC-ის ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი აქვთ მოპოვებული. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0