გიორგი ბარამიძე დააკავეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებას სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლები დაედო საფუძვლად.
ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება 19:00 საათზე გაკეთდება.
ვინ არის გიორგი ბარამიძე?
გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის წევრია.
ბარამიძემ პოლიტიკური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ის არაერთხელ აირჩიეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო თანამდებობა ეკავა.
2003 წლიდან 2004 წლამდე ბარამიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდგომში იგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბარამიძემ პოლიტიკური საქმიანობა ოპოზიციაში განაგრძო. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0