https://sputnik-georgia.com/20260911/evropis-moedansa-da-mimdebare-qucebze-mozraobaramdenime-drit-seizrudeba-300544763.html
უჩვეულო რბოლების გამო ევროპის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება
უჩვეულო რბოლების გამო ევროპის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საგზაო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საერთაშორისო ღონისძიებაა (შეჯიბრი Red Bull Soapbox Race). 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T21:11+0400
2026-09-11T21:11+0400
2026-09-11T21:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24870/03/248700350_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_d9104d3b8b59b373685956eecf1f47f7.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, საგზაო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საერთაშორისო ღონისძიებაა (შეჯიბრი Red Bull Soapbox Race). Red Bull Soapbox Race უნიკალური რბოლაა, სადაც გუნდები ერთმანეთს საკუთარი ხელით შექმნილი, არამოტორიზებული ავტომობილებით ეჯიბრებიან. ღონისძიება 13 სექტემბერს, 12:00 საათზე თბილისში, რიყის პარკთან, ღვინის აღმართზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.კერძოდ, პირველ ეტაპზე 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება ღვინის აღმართზე და დუტუ მეგრელის ქუჩაზე. ასევე მეტეხის ხიდზე ევროპის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება ორი სამანქანო ზოლი, ხოლო ევროპის მოედანზე – ერთი განაპირა ზოლი ნოე ჟორდანიას სანაპიროს დასაწყისამდე.მეორე ეტაპზე 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართზე, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ევროპის მოედანთან დამაკავშირებელ ნოე ჟორდანიას სანაპიროს მონაკვეთზე.სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ – დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.რბოლაში 22 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ღვინის აღმართიდან საკუთარი ხელით აწყობილი მანქანებით ჩამოვლენ, მხოლოდ გზის დახრილობისა და გრავიტაციის გამოყენებით. სიჩქარის გარდა, ჟიური მანქანის დიზაინსაც შეაფასებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24870/03/248700350_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_43614ab05bd192684d3c264ad4eb6d3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
უჩვეულო რბოლების გამო ევროპის მოედანზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება
საგზაო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საერთაშორისო ღონისძიებაა (შეჯიბრი Red Bull Soapbox Race).
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საგზაო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საერთაშორისო ღონისძიებაა (შეჯიბრი Red Bull Soapbox Race). Red Bull Soapbox Race უნიკალური რბოლაა, სადაც გუნდები ერთმანეთს საკუთარი ხელით შექმნილი, არამოტორიზებული ავტომობილებით ეჯიბრებიან. ღონისძიება 13 სექტემბერს, 12:00 საათზე თბილისში, რიყის პარკთან, ღვინის აღმართზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
კერძოდ, პირველ ეტაპზე 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება ღვინის აღმართზე და დუტუ მეგრელის ქუჩაზე. ასევე მეტეხის ხიდზე ევროპის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება ორი სამანქანო ზოლი, ხოლო ევროპის მოედანზე – ერთი განაპირა ზოლი ნოე ჟორდანიას სანაპიროს დასაწყისამდე.
მეორე ეტაპზე 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართზე, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ევროპის მოედანთან დამაკავშირებელ ნოე ჟორდანიას სანაპიროს მონაკვეთზე.
სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ – დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.
რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით.
რბოლაში 22 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ღვინის აღმართიდან საკუთარი ხელით აწყობილი მანქანებით ჩამოვლენ, მხოლოდ გზის დახრილობისა და გრავიტაციის გამოყენებით. სიჩქარის გარდა, ჟიური მანქანის დიზაინსაც შეაფასებს.