https://sputnik-georgia.com/20260911/dakavebulia-piri-romelic-2-6-mln-laris-rirebulebis-miwis-nakvets-tarliturad-daeufla-300547973.html
დაკავებულია პირი, რომელიც 2,6 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლა
დაკავებულია პირი, რომელიც 2,6 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლა
Sputnik საქართველო
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით. 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T21:41+0400
2026-09-11T21:41+0400
2026-09-11T21:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2,6 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში თაღლითობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული 2.640.000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებითა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა.ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დაარეგისტრირეს.უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს.ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფისა და იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 19.194-ე მუხლებით(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 6 ადამიანი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა
დაკავებულია პირი, რომელიც 2,6 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლა
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2,6 მლნ ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი ადამიანი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში თაღლითობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს წარმოადგენდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული 2.640.000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებითა და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება.
უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა, რომლის თანახმადაც დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის განკარგვის უფლებას ანიჭებდა.
ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება და მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დაარეგისტრირეს.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინეს ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა, გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლეს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფისა და იმის მიერ, ვინც სამჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 19.194-ე მუხლებით(უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 6 ადამიანი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.