https://sputnik-georgia.com/20260911/aset-qveyanas-ver-ipovi-tbilissi-briuselis-motxovnebs-exmaurebian-300553750.html
ასეთ ქვეყანას ვერ იპოვი! თბილისში ბრიუსელის მოთხოვნებს ეხმაურებიან
ასეთ ქვეყანას ვერ იპოვი! თბილისში ბრიუსელის მოთხოვნებს ეხმაურებიან
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის წევრები ეჭვი ეპარებათ ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის განცხადებების ადეკვატურობაში 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T19:39+0400
2026-09-11T19:39+0400
2026-09-11T19:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297532796_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_9355a431737571427ce6887126b83c5e.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს შეზღუდოს კანდიდატი ქვეყნების სუვერენული უფლებები და თავს მოახვიოს მათ საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, განაცხადეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას.კრიტიკა მოყვა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველმა ქვეყნებმა უნდა გაწყვიტონ კავშირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან. ევროკომისარმა ასევე ისაუბრა რუსეთისადმი წინააღმდეგობაზე და კანდიდატ ქვეყნებზე ჩინეთის გავლენებზე.მისი თქმით, რთულია წარმოიდგინო სახელმწიფო, რომელიც მოისურვებს შესვლას ნებისმიერ გაერთიანებაში, მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან კონფრონტაციის პირობით.მაჭარაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებზე, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და აღნიშნა ბოლო თვეებში პარტნიორობის აღდგენის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ MAGA-დან დისტანცირების მოთხოვნა ფაქტობრივად აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ დაარსებული მოძრაობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არა როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფოსი, არამედ მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის პირობით,პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ასევე გააკრიტიკა ევროკომისრის პოზიცია. მან აღნიშნა, რომ კოსის ლოგიკით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავად უნდა გაეწყვიტათ კავშირი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან.„სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის საფუძვლებს მიზანმიმართულად ანგრევენ და ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებამდეც კი, კანდიდატ ქვეყნებს ფაქტობრივად აიძულებენ უარი თქვან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. გორდულაძე ამას სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობის დასტურად მიიჩნევს.პარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ ასეთი პოლიტიკა ემსახურება იმ ძალთა ინტერესებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახელმწიფოების დასუსტებით და მათზე საკუთარი გავლენის გაძლიერებით. მან ასეთი ინტერესების გამტარებად მარტა კოსი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასი დაასახელა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/03/0b/297532796_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2dfa5e2177c757d7db15681f599de93e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ასეთ ქვეყანას ვერ იპოვი! თბილისში ბრიუსელის მოთხოვნებს ეხმაურებიან
19:39 11.09.2026 (განახლებულია: 19:41 11.09.2026) საქართველოს პარლამენტის წევრები ეჭვი ეპარებათ ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის განცხადებების ადეკვატურობაში
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს შეზღუდოს კანდიდატი ქვეყნების სუვერენული უფლებები და თავს მოახვიოს მათ საკუთარი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, განაცხადეს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ევროკავშირის გაფართოების კომისრის, მარტა კოსის ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას.
კრიტიკა მოყვა კოსის განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველმა ქვეყნებმა უნდა გაწყვიტონ კავშირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან. ევროკომისარმა ასევე ისაუბრა რუსეთისადმი წინააღმდეგობაზე და კანდიდატ ქვეყნებზე ჩინეთის გავლენებზე.
„მარტა კოსი აჟღერებს ევრობიუროკრატიის პოზიციას და გვეუბნება, დაუპირისპირდით რუსებს, ჩინეთს, შეერთებულ შტატებს, ამის მერე ჩამოგართმევთ ყველა სუვერენულ უფლებას და მერე გაგაწევრიანებთო“, - განაცადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, რთულია წარმოიდგინო სახელმწიფო, რომელიც მოისურვებს შესვლას ნებისმიერ გაერთიანებაში, მსოფლიოში სამ ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან კონფრონტაციის პირობით.
მაჭარაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შეერთებულ შტატებზე, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უწოდა და აღნიშნა ბოლო თვეებში პარტნიორობის აღდგენის მიზნით გადადგმული ნაბიჯები.
მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ MAGA-დან დისტანცირების მოთხოვნა ფაქტობრივად აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიერ დაარსებული მოძრაობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა გულისხმობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არა როგორც თანასწორუფლებიანი სახელმწიფოსი, არამედ მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის პირობით,
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ასევე გააკრიტიკა ევროკომისრის პოზიცია. მან აღნიშნა, რომ კოსის ლოგიკით, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თავად უნდა გაეწყვიტათ კავშირი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან.
„სამწუხაროდ, ევროკავშირში არიან ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის საფუძვლებს მიზანმიმართულად ანგრევენ და ევროკავშირის ინტერესების წინააღმდეგ მიდიან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებამდეც კი, კანდიდატ ქვეყნებს ფაქტობრივად აიძულებენ უარი თქვან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. გორდულაძე ამას სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობის დასტურად მიიჩნევს.
პარლამენტარმა ასევე განაცხადა, რომ ასეთი პოლიტიკა ემსახურება იმ ძალთა ინტერესებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სახელმწიფოების დასუსტებით და მათზე საკუთარი გავლენის გაძლიერებით. მან ასეთი ინტერესების გამტარებად მარტა კოსი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასი დაასახელა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.