ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ლუიშ ფიგუმ გადასცა

© Courtesy of Paris Saint-Germainხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
იმავე სეზონის შედეგების მიხედვით ქართველი ვარსკვლავი „ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს შორის დასახელდა.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს - საპატიო პრიზი ქართველმა ვარსკვლავმა ლეგენდარული პორტუგალიელისგან, „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუიშ ფიგუსგან ჩაიბარა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ სლოვაკეთის ჩემპიონს, ბრატისლავის „სლოვანს“ დაუპირისპირდა.
„პსჯ“-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა – ხვიჩა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან აკვირდებოდა.
თუმცა პარიზელებმა შევედრა ადვილად მოიგეს - 6:1. ჰეთ-თრიქი ფერან ტორესმა მიიწერა.
გასულ სეზონზე კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.
იმავე სეზონის შედეგების მიხედვით ქართველი ვარსკვლავი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, „ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს შორის დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-12 პოზიცია დაიკავა.
„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე შევიდნენ უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში.
დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0