თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerდანა
დანა - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დღეს, 10 სექტემბერს თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს და ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0