საქართველოში რამდენიმე კვების ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა

© Courtesy of National Food Agency
გამოწერა
სააგენტოს განცხადებით, მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან არალეგალურ, არარეგისტრირებულ საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას განაგრძობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქობულეთში, რუსთაველის მეორე ჩიხი N13-ში და თავისუფლების ქუჩა N26-ში მდებარე სასადილოები, ასევე აღმაშენებლის 376 ბ-ში მდებარე კაფე-ბარი შეამოწმეს. კვების ობიექტებში არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. დაფიქსირდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ასევე ქუთაისში, თამარ მეფის ქ. N 7-ში მდებარე შპს „კოზში“ ( საფირმო სახელწოდებით "ბარაქა" ). კვების ობიექტი განმეორებითი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 5 ათასი ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინეს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმაც. კასპში, კოჯრის ქუჩა 24ა-ში მდებარე შპს „ლეწე” ნახევარფაბრიკატებს არალეგალურად, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორთან დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
აღნიშნული სამართალდარღვევების გამო შპს “ლეწე” დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
უწყების ცნობით, სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან არალეგალურ, არარეგისტრირებულ საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი ვერ ხორციელდება. შესაბამისად, აღნიშნული პირები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობას უვნებელი სურსათით, რადგან არ ფლობენ სურსათის უვნებლობის სტანდარტებს და საფრთხეს უქმნიან როგორ საკუთარი ოჯახის წევრების, ასევე სხვის ჯანმრთელობას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს არარეგისტრირებული საწარმოების გამოვლენასა და მათ სახელმწიფო კონტროლს