საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

© Sputnik / Shota Nozadzeბაზარი
ბაზარი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტი რვა თვეში 13%-ით გაიზარდა.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 1.3 მილიარდ დოლარს შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 1.1 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო სამეურნეო პროდუქცია იქნა ექსპორტირებული.
საქართველოდან ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელები, ნატურალური ყურძნის ღვინოები, თხილი, ლურჯი მოცვი, კურკოვან ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0