https://sputnik-georgia.com/20260910/ra-ganixila-mariam-qvrivisvilma-slovaketis-turizmis-ministrtan-300531126.html
რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ტურიზმის მინისტრთან
რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ტურიზმის მინისტრთან
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტრში 10.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-10T19:06+0400
2026-09-10T19:06+0400
2026-09-10T19:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სლოვაკეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777778_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98bad3d66886c5fcd605d2fd6c310957.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრ, რუდოლფ ჰულიაკთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსსამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისა და საჰაერო მიმოსვლის გაფართოების საკითხები.„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, სლოვაკეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. აღინიშნა, რომ ტურისტული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა ავიამიმოსვლამ. კერძოდ, დღეისათვის ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით სრულდება.უწყების ცნობით, ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს პირდაპირი ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოებას სლოვაკეთში საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდანაც.მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2026 წელს გამართული საქართველო-სლოვაკეთის ტურიზმის პირველი ფორუმი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საჯარო და კერძო სექტორების დაახლოებას შეუწყო ხელი.ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
საქართველო
სლოვაკეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777778_148:0:1257:832_1920x0_80_0_0_f453b0449452614dfb7971b00f3edd9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სლოვაკეთი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სლოვაკეთი
რა განიხილა მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ტურიზმის მინისტრთან
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე, აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტრში
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრ, რუდოლფ ჰულიაკთან გამართულ შეხვედრაზე, იუწყება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისა და საჰაერო მიმოსვლის გაფართოების საკითხები.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, სლოვაკეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. აღინიშნა, რომ ტურისტული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა ავიამიმოსვლამ. კერძოდ, დღეისათვის ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ქუთაისიდან ბრატისლავის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით სრულდება.
უწყების ცნობით, ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს პირდაპირი ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოებას სლოვაკეთში საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდანაც.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2026 წელს გამართული საქართველო-სლოვაკეთის ტურიზმის პირველი ფორუმი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საჯარო და კერძო სექტორების დაახლოებას შეუწყო ხელი.
ამასთან, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.
მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.