https://sputnik-georgia.com/20260910/mkacrad-vicavt-sanqciebs-aviaciis-sferosi-samoqalaqo-aviaciis-saagento-300530789.html
მკაცრად ვიცავთ სანქციებს ავიაციის სფეროში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
მკაცრად ვიცავთ სანქციებს ავიაციის სფეროში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
Sputnik საქართველო
ქართული მხარე მკაცრად დაიცავს სასანქციო პოლიტიკას ავიაციის სფეროში ირანული ავიაკომპანიების მიმართ 10.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-10T17:55+0400
2026-09-10T17:55+0400
2026-09-10T17:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288437034_0:144:2048:1296_1920x0_80_0_0_67781c4aee051398c68659b3161dc508.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას, მათ შორის საავიაციო სექტორშიც, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.ქართული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ირანული ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს აგრძელებს. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 სექტემბერს ირანულმა Sepehran Airlines-მა, რომელიც აშშ-ის სასანქციო სიაშია, თბილისის მიმართულებით რეისი განახორციელა. Sepehran Airlines იმ 27 ავიაკომპანიას შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს სანქციები დააწესა.„ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.ამასთან, მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით.შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება.შეზღუდვები დაწესებულია აშშ-ის პრეზიდენტის № 13902 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც ირანის ეკონომიკის ცალკეული სექტორების დასანქცირებას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288437034_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_51ff6633ffd2ff9f1663b7c47ad7008a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
მკაცრად ვიცავთ სანქციებს ავიაციის სფეროში - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ქართული მხარე მკაცრად დაიცავს სასანქციო პოლიტიკას ავიაციის სფეროში ირანული ავიაკომპანიების მიმართ
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას, მათ შორის საავიაციო სექტორშიც, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქართული მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ზოგიერთი ირანული ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს აგრძელებს. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 სექტემბერს ირანულმა Sepehran Airlines-მა, რომელიც აშშ-ის სასანქციო სიაშია, თბილისის მიმართულებით რეისი განახორციელა. Sepehran Airlines იმ 27 ავიაკომპანიას შორისაა, რომელთა წინააღმდეგაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 სექტემბერს სანქციები დააწესა.
„ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების დაშვების პროცესში საქართველო ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებითა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით.
ამასთან, მგზავრთა, ადგილობრივი საავიაციო ბაზრისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო წლებია, დამატებითი მონიტორინგის მექანიზმის სახით, ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიით (Specially Designated Nationals and Blocked Persons list ("SDN List") და OFAC-ის მიერ ადმინისტრირებული ყველა სხვა სასანქციო ნუსხით.
შესაბამისად, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ადრეც შეზღუდული ჰქონდა რამდენიმე ავიაკომპანიის ოპერირება.
შეზღუდვები დაწესებულია აშშ-ის პრეზიდენტის № 13902 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც ირანის ეკონომიკის ცალკეული სექტორების დასანქცირებას ითვალისწინებს.