https://sputnik-georgia.com/20260910/kobaxize-saqartvelo-saertasoriso-platformebze-gadawyvetilebebis-mirebasia-cartuli-300528971.html
კობახიძე: საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული
კობახიძე: საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული
Sputnik საქართველო
კობახიძემ გამართა მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. 10.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-10T16:03+0400
2026-09-10T16:03+0400
2026-09-10T16:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777738_0:16:1280:736_1920x0_80_0_0_ef877661273b37325326316dabb9e920.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში.საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება და ესწრება საერთაშორისო კოსმოსურ სამიტს, რომელიც 9-10 სექტემბერს, პარიზის გრან-პალეში იმართება. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და გერმანია.კობახიძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ამ სამიტზე მოწვევისთვის.მთავრობის მეთაურის თქმით, მას უკვე ჰქონდა საშუალება, ესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.„მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც,“- აღნიშნა პრემიერმა.მანამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კვლევები, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე ის მიღწევები, რომლებიც დღეს ევროპაში ამ მიმართულებებით არსებობს. გარდა ამისა, ხაზი გაესმება ამ საკითხებზე ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.კობახიძე საფრანგეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/07/17/299777738_86:0:1237:863_1920x0_80_0_0_418a6f931c28016488759ba253471346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კობახიძე: საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე გადაწყვეტილებების მიღებაშია ჩართული
კობახიძემ გამართა მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება და ესწრება საერთაშორისო კოსმოსურ სამიტს, რომელიც 9-10 სექტემბერს, პარიზის გრან-პალეში იმართება. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და გერმანია.
„სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას. საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამიტზე სხვადასხვა მხრიდან მოსაზრებების მოსმენა, პოზიციების მოსმენა, იმისათვის, რომ სამომავლოდ ჩამოაყალიბოს ქვეყანამ სწორი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ამ სამიტზე მოწვევისთვის.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას უკვე ჰქონდა საშუალება, ესაუბრა რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„მაქსიმალურად ვიყენებთ ასეთ ფორმატებს ასეთი საუბრებისთვისაც,“- აღნიშნა პრემიერმა.
მანამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კვლევები, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე ის მიღწევები, რომლებიც დღეს ევროპაში ამ მიმართულებებით არსებობს. გარდა ამისა, ხაზი გაესმება ამ საკითხებზე ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.
კობახიძე საფრანგეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.