თბილისში სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივაბაზე იმსჯელეს

© Georgian Railwayთბილისში სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივაბაზე იმსჯელეს
თბილისში სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივაბაზე იმსჯელეს - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
ღონისძიებაში UN ESCAP-ისა და OSJD-ის წევრი 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, სარკინიგზო კომპანიებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისში საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივების საკითხებთან დაკავშირებით უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებაში UN ESCAP-ისა და OSJD-ის წევრი 18 სახელმწიფოს 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, სარკინიგზო კომპანიებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კომპანიის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა სარკინიგზო სფეროში მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების იმპლემენტაციაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სახელმწიფო მარეგულირებელ უწყებებსა და სარკინიგზო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების მონაწილეებს შორის ელექტრონული მონაცემების ურთიერთგაცვლისა და ამ ტიპის გადაზიდვების შემდგომ დიჯიტალიზაციის, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისა და შესაბამისი პროცედურების გამარტივების საკითხებს, - აღნიშნეს „საქართველოს რკინიგზაში“.
დელეგაციის წევრებმა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებისას საბაჟო პროცედურების განხორციელების მიმართულებით, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის პროცესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრა რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSJD) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UN ESCAP) ეგიდით გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0