რთველი - 2026: სახელმწიფო ახალგაზრდებს ღვინის საწარმოებში დაასაქმებს

© National Wine Agency of Georgiaრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვის ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე უკვე შეარჩიეს და სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარეს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის მიმდინარეობის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას რთველის საკოორდინაციო შტაბსა და ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყურძნის რთველი საქართველოში შემოდგომაზე კახეთის რეგიონიდან იწყება და მთიან რაიონებში მთავრდება.
სააგენტოს ცნობით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს.
ოპერატორები რთველის აღრიცხვის პროგრამაში ყურძნის ჩაბარების შესახებ მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას უზრუნველყოფენ - დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასულ წლებში უკვე მიღებული აქვს.
საქართველოში რთველის აღრიცხვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს - პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც, უწყების ცნობით, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2026 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათას ტონას შეადგენს.
2026 წელს საქართველოში ყურძნის ფასი მის ხარისხზე იქნება დამოკიდებული და სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერებისგან ჭარბი მოსავლის შესყიდვის გარანტი გახდება. 2026 წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძნის იმ ნამეტს, რომელსაც კერძო სექტორი არ შეიძენს, სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის.
ყველა ახალი ამბავი
0