https://sputnik-georgia.com/20260909/saqartveloshi-investiciebi-shemcirda-300501802.html
საქართველოში ინვესტიციები შემცირდა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში ინვესტიციები შემცირდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება და გადამამუშავებელი მრეწველობა. 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T14:57+0400
2026-09-09T14:57+0400
2026-09-09T14:57+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_0:49:3468:2000_1920x0_80_0_0_6d299ca0e8d72c236f7b0a63594ab309.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის იაპრილ-ივნისთან შედარებით 23,2%-ით შემცირდა და 468,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება რეინვესტირების ტემპების შემცირება.სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სააქციო კაპიტალმა 210,5 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,5%-ით მეტი. ინვესტიციებში სააქციო კაპიტალის წილმა 44,9% შეადგინა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეინვესტიცია 35,7%-ით შემცირდა და 300,5 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტიციებში წილმა 64,1% შეადგინა.ინვესტიციები ასევე შემოვიდა მალტადან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები„საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება და გადამამუშავებელი მრეწველობა.ინვესტიციები ასევე განხორციელდა მშენებლობის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის სფეროებში.საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს განაცხადებს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 56,4%-ით შემცირდა და 596,2 მილიონი დოლარი შეადგინა.უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344335_369:0:3100:2048_1920x0_80_0_0_456c86bcc917eeb5626d43d152fdfeee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, სტატისტიკა
საქართველოში ინვესტიციები შემცირდა - ახალი სტატისტიკა
ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება და გადამამუშავებელი მრეწველობა.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გასული წლის იაპრილ-ივნისთან შედარებით 23,2%-ით შემცირდა და 468,8 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სახელდება რეინვესტირების ტემპების შემცირება.
სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სააქციო კაპიტალმა 210,5 მლნ დოლარი შეადგინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,5%-ით მეტი. ინვესტიციებში სააქციო კაპიტალის წილმა 44,9% შეადგინა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეინვესტიცია 35,7%-ით შემცირდა და 300,5 მლნ დოლარი შეადგინა. ინვესტიციებში წილმა 64,1% შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში - 2026 წლის აპრილ-ივნისი. ტოპ-სამი ქვეყანა
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
ჩინეთი | 219,5 | 46,8 |
დიდი ბრიტანეთი | 123,5 | 26,3 |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | 47,7 | 10,2 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა მალტადან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
„საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავი ქონება და გადამამუშავებელი მრეწველობა.
ინვესტიციები საქართველოში 2026 წლის აპრილი-ივნისი. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში,% |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 207,6 | 44,3 |
უძრავი ქონება | 119,9 | 25,6 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 59,0 | 12,6 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა მშენებლობის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ხელოვნების, დასვენებისა და გართობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, სოფლის მეურნეობის სფეროებში.
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს განაცხადებს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021-2025 წლებში
წელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
2021 | 1 264.9 | 112,2 |
2022 | 2 224.2 | 75,8 |
2023 | 1 928.5 | -13,3 |
2024 | 1 569.3 | -18,6 |
2025 | 1 688.7 | 7,6 |
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 56,4%-ით შემცირდა და 596,2 მილიონი დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.