მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუბიო: მოსკოვსა და კიევში მოლაპარაკებებმა, შესაძლოა, სამმხრივ კონტაქტებამდე მიგვიყვანოს

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიმარკო რუბიო
მარკო რუბიო - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პუტინთან და ზელენსკისთან უიტკოფისა და კუშნერის შეხვედრებმა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში გზა გაუხსნას მოლაპარაკებების განახლებას სამივე მხარის მონაწილეობით.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვსა და კიევში აშშ-ის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები შინაარსიანი იყო, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
„არ მინდა დავახასიათო ისინი როგორც კარგი ან ცუდი, პროდუქტიული თუ არაპროდუქტიული. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი შინაარსიანი იყო“, – განაცხადა რუბიომ.
მან დააზუსტა, რომ შაბათ-კვირას მოსკოვსა და კიევში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ახალი იდეები განიხილეს.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამ კონტაქტების შემდეგ უახლოეს კვირებში გაჩნდება შესაძლებლობა, შემუშავდეს საგზაო რუკა უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების განსაახლებლად. რუბიო ვარაუდობს, რომ არსებობს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებების მიღწევის ალბათობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ყოველთვის მზად არის როგორც შუამავალმა მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში.
უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში 5 სექტემბერს ჩავიდნენ. აშშ-ის დელეგაციამ მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მათი მსვლელობისას რუსეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის კონფლიქტის ყველა თავდაპირველი მიზეზის აღმოფხვრის აუცილებლობაზე.
მეორე დღეს დელეგაცია კიევში გაემგზავრა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა შეხვედრა. მოლაპარაკებები რამდენიმე ეტაპად წარიმართა, რომელთაგან ერთ-ერთში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ტელეფონით ისაუბრეს — საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და უკრაინის საკითხის მოგვარებას მიეძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0