https://sputnik-georgia.com/20260909/pisa-2025-saqartvelom-shedegebi-gaaumjobesa-300508584.html
PISA-2025: საქართველომ ყველა ძირითად სფეროში მაჩვენებლები გააუმჯობესა
PISA-2025: საქართველომ ყველა ძირითად სფეროში მაჩვენებლები გააუმჯობესა
Sputnik საქართველო
PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს 15 წლის მოზარდები 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T12:27+0400
2026-09-09T12:27+0400
2026-09-09T12:27+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/11/300158172_0:52:1280:772_1920x0_80_0_0_9234135aebda6238620b5e50459a800a.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა PISA-ს 2025 წლის კვლევის სამივე ძირითად მიმართულებაში - მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში - 2022 წელთან შედარებით მაჩვენებლები გააუმჯობესეს, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.ყველაზე თვალსაჩინო პროგრესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაფიქსირდა: შედეგების გაუმჯობესების ტემპით საქართველომ კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.2025 წელს შეფასების ძირითადი მიმართულება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო. ამ სფეროში მიღებული შედეგებით საქართველომ გადაასწრო , ბულგარეთს, მოლდოვას, ყაზახეთს, მალაიზიას, კვიპროსს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბრაზილიასა და არგენტინას.გარდა ამისა, შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეების წილი და შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მაჩვენებლებს შორის. ამასთან, სოფლის სკოლების მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიზარდა.უწყების მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ნაკლებ გავლენას ახდენს მათ შედეგებზე, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში. გარდა ამისა, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე იმ მოსწავლეების წილი, რომლებიც PISA-ს ტესტირებაში მაღალ შედეგებს აჩვენებენ, საქართველოში საერთაშორისო მაჩვენებელზე მაღალია.კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ე.წ. ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალო დონეს უტოლდება ან აღემატება მას.PISA-2025-ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91 ქვეყანამ, 2022 წელს კი 81-მა. ეს კვლევის მეცხრე ციკლია - 2025 წლიდან PISA-ს ჩატარების პერიოდულობა სამიდან ოთხ წლამდე გაიზარდა.PISA სასწავლო მიღწევების შეფასების დიდი საერთაშორისო პროგრამაა (Programme for International Student Assessment), რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ხორციელდება. PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს 15 წლის მოზარდები. კვლევა აფასებს არა მარტო ცოდნას, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმით, არამედ ასევე იმას, თუ როგორ გამოიყენება ის პრაქტიკაში. საქართველომ PISA-ში მონაწილეობა პირველად 2010 წელს მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/11/300158172_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c06c4d169805e2476fb8450ad4e5d6c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
PISA-2025: საქართველომ ყველა ძირითად სფეროში მაჩვენებლები გააუმჯობესა
PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს 15 წლის მოზარდები
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა PISA-ს 2025 წლის კვლევის სამივე ძირითად მიმართულებაში - მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და კითხვაში - 2022 წელთან შედარებით მაჩვენებლები გააუმჯობესეს, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
ყველაზე თვალსაჩინო პროგრესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაფიქსირდა: შედეგების გაუმჯობესების ტემპით საქართველომ კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 91 ქვეყანას შორის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.
„მიღწევების გლობალური კლების პირობებში, საქართველო ინარჩუნებს გაუმჯობესების სტაბილურ ტენდენციას და პოზიტიურ დინამიკას – საერთაშორისო ტენდენცია სამივე მიმართულებით შედეგების კლებაა, ამის საპირისპიროდ, ჩვენმა ქვეყანამ მიღწევები გააუმჯობესა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
2025 წელს შეფასების ძირითადი მიმართულება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები იყო. ამ სფეროში მიღებული შედეგებით საქართველომ გადაასწრო , ბულგარეთს, მოლდოვას, ყაზახეთს, მალაიზიას, კვიპროსს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბრაზილიასა და არგენტინას.
გარდა ამისა, შემცირდა დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეების წილი და შემცირდა სხვაობა ქალაქისა და სოფლის სკოლების მოსწავლეთა მაჩვენებლებს შორის. ამასთან, სოფლის სკოლების მოსწავლეების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაიზარდა.
უწყების მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი ნაკლებ გავლენას ახდენს მათ შედეგებზე, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში. გარდა ამისა, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე იმ მოსწავლეების წილი, რომლებიც PISA-ს ტესტირებაში მაღალ შედეგებს აჩვენებენ, საქართველოში საერთაშორისო მაჩვენებელზე მაღალია.
კვლევამ გამოავლინა, რომ მოსწავლეები პოზიტიურად აფასებენ სასწავლო გარემოს. გამოკითხვების შედეგების თანახმად, სასწავლო გარემოს – სკოლისადმი კუთვნილების, დისციპლინისა და ე.წ. ბულინგის დონის შეფასებებით, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო საშუალო დონეს უტოლდება ან აღემატება მას.
PISA-2025-ის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91 ქვეყანამ, 2022 წელს კი 81-მა. ეს კვლევის მეცხრე ციკლია - 2025 წლიდან PISA-ს ჩატარების პერიოდულობა სამიდან ოთხ წლამდე გაიზარდა.
PISA სასწავლო მიღწევების შეფასების დიდი საერთაშორისო პროგრამაა (Programme for International Student Assessment), რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ხორციელდება. PISA-ს საერთაშორისო კვლევების მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს 15 წლის მოზარდები. კვლევა აფასებს არა მარტო ცოდნას, რომელიც გათვალისწინებულია ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმით, არამედ ასევე იმას, თუ როგორ გამოიყენება ის პრაქტიკაში. საქართველომ PISA-ში მონაწილეობა პირველად 2010 წელს მიიღო.