მიზნობრივზე მაღალი — ფინანსთა მინისტრის მოადგილე ინფლაციაზე საქართველოში

გიორგი კაკაურიძე
გიორგი კაკაურიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
საშუალო წლიური ინფლაცია 4,9% იქნება, ხოლო 2027 წლიდან კი მიზნობრივ 3%-იან დონეს დაუბრუნდება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინფლაციის დონე მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელს გადააჭარბებს, თუმცა 2027 წლიდან იგი უკვე მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის აგვისტო 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით) 5,6% შეადგინა, მაშინ როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.
„ბოლო 12 თვეში საშუალო მაჩვენებელი 5,1%-ია. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 4,9%-ის დონეზეა პროგნოზირებული, ყოველი შემთხვევაში დღეს მიზნობრივ ინფლაციასთან შედარებით მაღალი გვექნება და უკვე მომდევნო წლიდან დაუბრუნდება მიზნობრივს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
მანამდე კაკაურიძემ საქართველოში ინფლაციის ზრდის ორი მიზეზი დაასახელა: მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მნიშვნელოვანი გაძვირება და კომუნალური ხარჯების მატება.
ივლისის ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუკი ივნისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის მიხედვით მარეგულირებელი მიმდინარე წელს საშუალო ინფლაციას 4,9%-ის დონეზე ელოდა, ახალი პროგნოზით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5,2%-მდე გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0