https://sputnik-georgia.com/20260909/papuashvil-sicrue-simartled-ver-iqceva-300514214.html
პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
Sputnik საქართველო
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ბრიუსელში პატივი უნდა სცენ ფაქტებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T16:00+0400
2026-09-09T16:00+0400
2026-09-09T16:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ბრიუსელი
ევროკომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/01/299917753_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_2c07f00d7c67b8a67f2b91799ad148c1.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით.ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, ჟენევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მიშელ სერვონე დ’ურსომ, რომელიც ევროკავშირის სახელით გამოდიოდა, კონკრეტულად ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. როგორც მან განაცხადა, საქართველო ვალდებულია დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩიხშია შესული. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ევროკავშირი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს. „ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს. პარლამენტის სპიკერის თქმით, უკვე დიდი ხანია ყველასთვის აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი საპროტესტო აქციები ნაწილობრივ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა, მათ შორის ის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენების გამართლებასა და წახალისებას ახდენდა. როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ბრიუსელში პატივი უნდა სცენ ფაქტებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. საქართველო და ევროკავშირი ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა. კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. 2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა. ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. 2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება. 2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/08/01/299917753_89:0:1512:1067_1920x0_80_0_0_f25e69a2634a0b306220fc4676f68004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ბრიუსელი , ევროკომისია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ბრიუსელი , ევროკომისია, ახალი ამბები
პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ბრიუსელში პატივი უნდა სცენ ფაქტებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით.
ჟენევაში გამართულ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე, ჟენევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მიშელ სერვონე დ’ურსომ, რომელიც ევროკავშირის სახელით გამოდიოდა, კონკრეტულად ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე. როგორც მან განაცხადა, საქართველო ვალდებულია დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებული კანონები, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
„არჩევნების გაყალბების“ და „მშვიდობიანი აქციების დარბევის“ ცრუ ნარატივი დრომ და რეალობამ უარყო. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები გამოძიებულია, განაჩენები – დამდგარი, ყველაფერი დოკუმენტირებული, აღრიცხული და, მეტიც, აღიარებულია თავად დამნაშავეების მიერ. ფაქტებმა კიდევ ერთხელ სძლიეს აღქმებს. სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს, ხოლო დამნაშავე – მსხვერპლად მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის რომელიმე მოხელეს ასე სურს“, - დაწერა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ბრიუსელის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩიხშია შესული. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ევროკავშირი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს.
„ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის გუშინდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა ჩიხშია შესული. ბრიუსელი იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელმაც ომის დასრულება ვერ შეიტყო და კვლავ საომარ ოპერაციებს გეგმავს.
პარლამენტის სპიკერის თქმით, უკვე დიდი ხანია ყველასთვის აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი საპროტესტო აქციები ნაწილობრივ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა, მათ შორის ის კამპანია, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენების გამართლებასა და წახალისებას ახდენდა.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, ბრიუსელში პატივი უნდა სცენ ფაქტებს, საქართველოს სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.