პრემიერი პარიზში კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტს დაესწრება

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა
თბილისი,9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით პარიზში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 9-10 სექტემბერს გაიმართება.
უწყების ცნობით, სამიტზე, რომლის თანათავმჯდომარეები იქნებიან საფრანგეთი და გერმანია, მთავარი განსახილველი თემებია - მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხები.
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.
პრემიერი საფრანგეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ვიცე-პრემიერები - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
ყველა ახალი ამბავი
0