https://sputnik-georgia.com/20260909/bochorishvili-kobaxidzis-safrangetshi-vizits-exmaureba-300520370.html
ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ევროპული და გლობალური უსაფრთხოების საკითხია
ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ევროპული და გლობალური უსაფრთხოების საკითხია
Sputnik საქართველო
გარდა იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს, სამიტი ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც, აღნიშნა მინისტრმა 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T22:00+0400
2026-09-09T22:00+0400
2026-09-09T22:00+0400
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1e/298372721_0:429:2048:1581_1920x0_80_0_0_fe335c69101586bf5a7f4b3098269003.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთში გამართულ პირველ საერთაშორისო კოსმოსურ სამიტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.საერთაშორისო კოსმოსური სამიტი 9-10 სექტემბერს, პარიზის გრან-პალეში იმართება. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და გერმანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ესწრება.მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს, სამიტი ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც.„აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგაცია და ლიდერი. ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, გამართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.მანამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კვლევები, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე ის მიღწევები, რომლებიც დღეს ევროპაში ამ მიმართულებებით არსებობს. გარდა ამისა, ხაზი გაესმება ამ საკითხებზე ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.კობახიძე საფრანგეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ვიცე-პრემიერები - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/1e/298372721_0:237:2048:1773_1920x0_80_0_0_9a1fd2c0017560127bde3329fba34bc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ევროპული და გლობალური უსაფრთხოების საკითხია
გარდა იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს, სამიტი ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საფრანგეთში გამართულ პირველ საერთაშორისო კოსმოსურ სამიტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან.
საერთაშორისო კოსმოსური სამიტი 9-10 სექტემბერს, პარიზის გრან-პალეში იმართება. სამიტის თანათავმჯდომარეები არიან საფრანგეთი და გერმანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამიტს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით ესწრება.
„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველო მნიშვნელოვან დისკუსიებში მონაწილეობს, სამიტი ასევე საყურადღებოა ორმხრივი თვალსაზრისითაც.
„აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგაცია და ლიდერი. ეს კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, გამართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მანამდე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სამიტზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კვლევები, მეცნიერება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე ის მიღწევები, რომლებიც დღეს ევროპაში ამ მიმართულებებით არსებობს. გარდა ამისა, ხაზი გაესმება ამ საკითხებზე ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სამიტის მონაწილე ლიდერების პატივსაცემად მართავს.
კობახიძე საფრანგეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ვიცე-პრემიერები - საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.