https://sputnik-georgia.com/20260909/ballon-dor-kvaracxeliaze-wers-300518457.html
„ნეაპოლის" პრინცი მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს“ – Ballon d'Or-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
„ნეაპოლის" პრინცი მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს“ – Ballon d'Or-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან... 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T20:04+0400
2026-09-09T20:04+0400
2026-09-09T20:26+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296464819_0:282:1638:1203_1920x0_80_0_0_de2eb07d16bf8b66063fd691236115de.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პრემია Ballon d'Or-ის ოფიციალურმა საიტმა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის შესახებ მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკეა საუბარი საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე.საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი „ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს შორის ოფიციალურად დასახელდა - დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.Ballon d'Or-ი ხაზს უსვამს კვარაცხელიას უნივერსალურობას: დრიბლინგს, ფინტებს, ორივე ფეხით თამაშს, სისწრაფეს, კრეატიულობასა და მეტოქისთვის საფრთხის რეგულარულად შექმნის უნარს. ამასთან, ავტორები აღნიშნავენ არა მხოლოდ მის შემტევ თვისებებს, არამედ დაცვაში შესრულებულ უზარმაზარ სამუშაოს.Ballon d'Or-ის აზრით, სწორედ კრეატიულობა აქცევს კვარაცხელიას გამორჩეულად მნიშვნელოვან მოთამაშედ.Ballon d'Or-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას. 2026 წლის აპრილში, ფეხბურთელმა მიუნხენის „ბაიერნთან“ წინააღმდეგ მატჩში ორი გოლი გაიტანა, საპასუხო მატჩში კი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამის წყალობით ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა გოლი.გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ კვარაცხელიამ გუნდს „სიღრმე, ვარსკვლავური გაქანება და შრომის ხარისხი“ შემატა, რამაც ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელების მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. გარდა ამისა, სტატიის ავტორები კვარაცხელიას ახასიათებენ როგორც თავმდაბალ და პატრიოტ ადამიანს, რომელიც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს და მიზნების მისაღწევად ბევრს შრომობს.ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში.საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/1f/296464819_0:128:1638:1357_1920x0_80_0_0_c2922cbaab7711b65dd3e720cf21d5c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„ნეაპოლის" პრინცი მზადაა, მეფის ტახტი დაიკავოს“ – Ballon d'Or-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
20:04 09.09.2026 (განახლებულია: 20:26 09.09.2026) საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. პრემია Ballon d'Or-ის ოფიციალურმა საიტმა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტის შესახებ მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ცალკეა საუბარი საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი „ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს შორის ოფიციალურად დასახელდა - დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.
Ballon d'Or-ი ხაზს უსვამს კვარაცხელიას უნივერსალურობას: დრიბლინგს, ფინტებს, ორივე ფეხით თამაშს, სისწრაფეს, კრეატიულობასა და მეტოქისთვის საფრთხის რეგულარულად შექმნის უნარს. ამასთან, ავტორები აღნიშნავენ არა მხოლოდ მის შემტევ თვისებებს, არამედ დაცვაში შესრულებულ უზარმაზარ სამუშაოს.
„მას ყველაფერი შეუძლია: ფინტები, დრიბლინგები, ორივე ფეხით თანაბრად კარგად თამაშობს. შეუძლია ყველაზე სწრაფი მცველიც კი მოატყუოს და ასეთ ეპიზოდებშიც კი ის ლამაზად თამაშობს. ის მეტოქეებისთვის ერთდროულად ჭკვიანიცაა და დამანგრეველიც. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ის თვით დიეგო მარადონას შეადარეს. „კვარადონა“ სერია A-ში ნამდვილად მაგიური იყო“, — აღნიშნავს გამოცემა.
Ballon d'Or-ის აზრით, სწორედ კრეატიულობა აქცევს კვარაცხელიას გამორჩეულად მნიშვნელოვან მოთამაშედ.
Ballon d'Or-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას. 2026 წლის აპრილში, ფეხბურთელმა მიუნხენის „ბაიერნთან“ წინააღმდეგ მატჩში ორი გოლი გაიტანა, საპასუხო მატჩში კი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამის წყალობით ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ შვიდ მატჩში გაიტანა გოლი.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ „პსჟ"-ში გადასვლის შემდეგ კვარაცხელიამ გუნდს „სიღრმე, ვარსკვლავური გაქანება და შრომის ხარისხი“ შემატა, რამაც ჩემპიონთა ლიგაზე პარიზელების მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.
გასულ სეზონზე ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამასთან, ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო.
გარდა ამისა, სტატიის ავტორები კვარაცხელიას ახასიათებენ როგორც თავმდაბალ და პატრიოტ ადამიანს, რომელიც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს და მიზნების მისაღწევად ბევრს შრომობს.
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.
„ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის ასევე არიან უსმან დემბელე, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, აშრაფ ჰაკიმი, ვიტინია, მარკინიოსი და ნუნო მენდეში.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.