https://sputnik-georgia.com/20260909/14-seqtembridan-meoradi-charicxvebi-iwkeba-300509526.html
სტუდენტობის კიდევ ერთი შანსი: 14 სექტემბრიდან მეორადი ჩარიცხვები იწყება
სტუდენტობის კიდევ ერთი შანსი: 14 სექტემბრიდან მეორადი ჩარიცხვები იწყება
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს. 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T12:55+0400
2026-09-09T12:55+0400
2026-09-09T12:55+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 14 სექტემბრიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული, რაც ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.უწყების ცნობით, პროცესში მონაწილეობას მიიღებს ის 1,795 ბარიერგადალახული აბიტურიენტი, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა, რეიტინგული სიით პირველად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს. ამასთან, მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასა და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით. 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34,150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
სტუდენტობის კიდევ ერთი შანსი: 14 სექტემბრიდან მეორადი ჩარიცხვები იწყება
მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. 14 სექტემბრიდან აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მიიღონ მონაწილეობა და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში შესული ცვლილებების საფუძველზე იქნა მიღებული, რაც ბარიერგადალახულ აბიტურიენტებს კიდევ ერთ შანსს აძლევს. როგორც განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ერთჯერადია და მეორადი ჩარიცხვის პრაქტიკის მუდმივ აღდგენას არ გულისხმობს.
„მეორადი ჩარიცხვის პროცესი 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროცესში მონაწილეობას მიიღებს ის 1,795 ბარიერგადალახული აბიტურიენტი, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა, რეიტინგული სიით პირველად ეტაპზე ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვეს.
ამასთან, მეორადი ჩარიცხვის უფლებით ისარგებლებენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა დაძლიეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
„უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული იქნება განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე -
www.naec.ge 11 სექტემბერს გამოქვეყნდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ვებგვერდზე ასევე განთავსდება ინფორმაცია სარეგისტრაციო პლატფორმასა და პროგრამების არჩევასთან დაკავშირებით.
2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მონაწილეობა 40 ათასამდე აბიტურიენტმა მიიღო. მათგან ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34,150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.