ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტების ოფიციალურ სიაში მოხვდა

© Courtesy of Paris Saint-Germain
გამოწერა
„ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი „ოქროს ბურთის" 30 კანდიდატს შორის დასახელდა.
Список претендентов опубликовал журнал უმაღლესი ჯილდოს პრეტენდენტთა სია ჟურნალმა France Football-მა გამოაქვეყნა.
გასულ სეზონზე ქართველი თავდამხმელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამასთან, ქართველმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა (ზედიზედ მეორედ) მოიგო.
„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი:
ხვიჩა კვარაცხელია („პარი სენ-ჟერმენი“), პაუ კუბარსი („ბარსელონა“), ჯუდ ბელინგემი („რეალი“), მარკ კუკურელია („ჩელსი“/„რეალი“), უსმან დემბელე („პარი სენ-ჟერმენი“), ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის დიასი („ბაიერნი“), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი), აშრაფ ჰაკიმი („პარი სენ-ჟერმენი“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ლამინ იამალი („ბარსელონა), სადიო მანე („ალ ნასრი), მარკინიოსი („პარი სენ-ჟერმენი“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), კილიან მბაპე („რეალი“), ნუნუ მენდეში („პარი სენ-ჟერმენი“), ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“), მაიკლ ოლისე („ბაიერნი), ჟოაო ნევეში („პარი სენ-ჟერმენი“), უილიამ პაჩო („პარი სენ-ჟერმენი“), ხულიან კინიონესი („ალ ქადსია“), დეკლან რაისი („არსენალი“), როდრი („მანჩესტერ სიტი“/„ბარსელონა“), დაიოტ უპამეკანო („ბაიერნი), ფერან ტორესი („პარი სენ-ჟერმენი“/„ბარსელონა“), ფაბიან რუისი („პარი სენ-ჟერმენი“), სალიბა („არსენალი), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).
საქართველოს ნაკრების კაპიტანს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს მთელ მსოფლიოში, რომლებიც კვარაცხელიასთვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადაცემას ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებად მიიჩნევენ.
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 30 საუკეთესოს შორის ორჯერ იყო ნომინირებული – 2023 წელს მე-17 ადგილი ერგო, ხოლო 2025 წელს მე-13 პოზიცია დაიკავა.
„ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია ლონდონში 26 ოქტომბერს გაიმართება.