https://sputnik-georgia.com/20260908/ukanono-nadirobis-374-paqti-gamovlinda-300492053.html
ნადირობის სეზონი: 2 კვირაში უკანონო ნადირობის 300-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
ნადირობის სეზონი: 2 კვირაში უკანონო ნადირობის 300-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები. 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T18:00+0400
2026-09-08T18:00+0400
2026-09-08T18:00+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_0:477:2708:2000_1920x0_80_0_0_981bd0d00d0a3460d7485d854fcc7db2.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 374 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1-ელ მარტს დასრულდება. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 50 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 32 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი გამოვლინდა ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი. ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში ამოღებულია ფრინველის მოსაზიდი 298 ერთეული ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა, ე.წ. მანოკი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24171/09/241710923_209:318:2452:2000_1920x0_80_0_0_b20451d5065ef2f38aeda5745ede4c6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ნადირობის სეზონი: 2 კვირაში უკანონო ნადირობის 300-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა
ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა ცალკეულ სახეობებზე დაწესებულია ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 374 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა და 2027 წლის 1-ელ მარტს დასრულდება.
გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 50 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია. 32 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას - ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი გამოვლინდა ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი.
ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში ამოღებულია ფრინველის მოსაზიდი 298 ერთეული ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა, ე.წ. მანოკი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, კონტროლს ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა მაღალი გამავლობის ავტომობილები - ე.წ. ბაგები, დრონები, ფოტოხაფანგები, თერმული დურბინდები. დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრაქტიკაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლი გახდა უფრო ეფექტიანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან ნადირობის წესები, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.