საქართველო მსოფლიოში ღვინის წარმოებით მე-16 ადგილზეა

ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
რეიტინგის თანახმად, თუ 2024 წელს საქართველო ჩინეთს ჩამორჩებოდა, 2025 წელს ჩინეთს გადაასწრო, რომელმაც მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) 2025 წლის რეიტინგში საქართველომ ღვინის წარმოებით მსოფლიოში მე-16 ადგილი დაიკავა.
ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ 256 მლნ ლიტრი ღვინის წარმოებით მე-16 ადგილი შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ წლის მანძილზე წარმოება 20 მლნ ლიტრით გაზარდა.
რეიტინგის თანახმად, თუ 2024 წელს საქართველო ჩინეთს ჩამორჩებოდა, 2025 წელს ჩინეთს გადაასწრო, რომელმაც მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, დაწინაურდა ბრაზილია, რომელმაც წარმოება 212 მლნ ლიტრიდან 283 მლნ -მდე გაზარდა და მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა.
AAWE-ის ინფორმაციით, 2025 წელს მსოფლიოს ღვინის წარმოებაში იტალიაზე, საფრანგეთსა და ესპანეთზე ჯამურად მსოფლიო წარმოების თითქმის ნახევარი მოდიოდა.
რეიტინგში პირველ ადგილზე იტალია - 4,4 მლრდ ლიტრის წარმოებით და 20%-იანი წილით. მას მოჰყვება საფრანგეთი - 3,6 მლრდ ლიტრით (16%-ით) და ესპანეთი 2,8 მლრდ ლიტრი (13%).
ხუთეულშია აშშ და ავსტრალია. აშშ-მ 2025 წელს 2 მლრდ ლიტრი ღვინო აწარმოა, ავსტრალიამ - 1,13 მლრდ ლიტრი.
საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
ყველა ახალი ამბავი
0