https://sputnik-georgia.com/20260908/rusetis-sagareo-uckeba-evrokavshiris-puli-terorizms-moxmarda-300496349.html
რუსეთის საგარეო უწყება: კიევისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფული ტერორიზმს მოხმარდა
რუსეთის საგარეო უწყება: კიევისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფული ტერორიზმს მოხმარდა
Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს დათანხმდეს დროებით ზავს, რომელიც კიევმა, შესაძლოა, ახალი... 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T19:32+0400
2026-09-08T19:32+0400
2026-09-08T19:32+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282715086_75:110:3521:2048_1920x0_80_0_0_7798c27e60f29550b0b71e489bb233ab.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ნამდვილ დამკვეთებად და პროდიუსერებად ევროპული ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი გამოდიან, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების რეალურ გზებს კი არ სთავაზობენ, არამედ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაში დებენ სახსრებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა. დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელიდან განხორციელებულმა ფინანსურმა ინვესტიციებმა დესტრუქციული შედეგები მოიტანა: კიევმა, ევროპული კრედიტების მიღების შემდეგ, კურსი ტერორისტული ესკალაციისკენ აიღო. ევროკავშირის ფული, მიროშნიკის თქმით, ფაქტობრივად, ტერორიზმის დაფინანსებას მოხმარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ევროპას იმედი არ გასცრუებია თავისი მისწრაფებაში დაასუსტოს რუსეთი. ევროკავშირის წინადადებებს მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა ულტიმატუმს. ამასთან, რუსულმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა კრიზისიდან გამოსვლის რეალური ვარიანტები, თუმცა, მათ შესაბამისი გამოხმაურება ვერც კიევში და ვერც ევროპულ დედაქალაქებში ვერ ჰპოვეს. მიროშნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე შექმნა პირობები ესკალაციის ახალი ტალღისთვის. მისი თქმით, რუსეთის მისამართით ბრალდებები, თითქოსდა ის ვითარების გამწვავებაზე მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება – მოსკოვი მხოლოდ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც კიევის მიერ, დასავლური რეჟიმების მხარდაჭერით იქმნება. „ბრალდებები რუსეთის მისამართით, თითქოსდა ის ესკალაციაზე მუშაობს, ჭეშმარიტებას არ შეესაბამება – მოსკოვი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინული მხარის მიერ, დასავლური რეჟიმის მხარდაჭერით იქმნება", – ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. მიროშნიკმა ივარაუდა, რომ ევროპაში პრინციპულად არ არსებობს კონფლიქტის შეწყვეტის სურვილი, რადგან ევროკავშირის ლიდერებისთვის უკრაინა მხოლოდ „საზარბაზნე ხორცია“. საგანგებო დავალებათა ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება პაუზის აღებას, რომელიც კიევმა, შესაძლოა, ახალი ესკალაციის მოსამზადებლად გამოიყენოს. „უფრო რაციონალურია ვისაუბროთ იმაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ შეთანხმების მიღწევა, რომელიც მოიცავს ნაბიჯების მთელ ერთობლიობას, რაც მიმართულია ზუსტად იმ მიზნის მისაღწევად, რომელზეც პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა", – დასძინა მიროშნიკმა. მან დააზუსტა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მხოლოდ ტექნიკური მომენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ მოქმედებების შესასრულებლად. ამიტომ, პრიორიტეტი უნდა იყოს არა დროებითი სიმშვიდე, არამედ სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება.
უკრაინა
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1b/282715086_373:0:3104:2048_1920x0_80_0_0_d9e6ff83a1b72f99c60ab26dcb236fd9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპა
რუსეთის საგარეო უწყება: კიევისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ფული ტერორიზმს მოხმარდა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს დათანხმდეს დროებით ზავს, რომელიც კიევმა, შესაძლოა, ახალი ესკალაციის მოსამზადებლად გამოიყენოს – პრიორიტეტი სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის ნამდვილ დამკვეთებად და პროდიუსერებად ევროპული ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი გამოდიან, რომლებიც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების რეალურ გზებს კი არ სთავაზობენ, არამედ მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაში დებენ სახსრებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა როდიონ მიროშნიკმა.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიუსელიდან განხორციელებულმა ფინანსურმა ინვესტიციებმა დესტრუქციული შედეგები მოიტანა: კიევმა, ევროპული კრედიტების მიღების შემდეგ, კურსი ტერორისტული ესკალაციისკენ აიღო. ევროკავშირის ფული, მიროშნიკის თქმით, ფაქტობრივად, ტერორიზმის დაფინანსებას მოხმარდა.
„ჩვენ ვხედავთ დაბომბვის რაოდენობის, დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მრავალჯერად ზრდას. ევროკავშირის ფული ტერორიზმზე წავიდა და ეს აისახება მკაფიო მაჩვენებლებში, რომლებსაც ჩვენ ახლა დეტალურად ვადევნებთ თვალს", – ციტირებს მიროშნიკის სიტყვებს РИА Новости.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ევროპას იმედი არ გასცრუებია თავისი მისწრაფებაში დაასუსტოს რუსეთი. ევროკავშირის წინადადებებს მშვიდობიანი დარეგულირების თაობაზე სხვას ვერაფერს უწოდებ, თუ არა ულტიმატუმს. ამასთან, რუსულმა მხარემ არაერთხელ შესთავაზა კრიზისიდან გამოსვლის რეალური ვარიანტები, თუმცა, მათ შესაბამისი გამოხმაურება ვერც კიევში და ვერც ევროპულ დედაქალაქებში ვერ ჰპოვეს.
მიროშნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე შექმნა პირობები ესკალაციის ახალი ტალღისთვის. მისი თქმით, რუსეთის მისამართით ბრალდებები, თითქოსდა ის ვითარების გამწვავებაზე მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება – მოსკოვი მხოლოდ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც კიევის მიერ, დასავლური რეჟიმების მხარდაჭერით იქმნება.
„ბრალდებები რუსეთის მისამართით, თითქოსდა ის ესკალაციაზე მუშაობს, ჭეშმარიტებას არ შეესაბამება – მოსკოვი პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც უკრაინული მხარის მიერ, დასავლური რეჟიმის მხარდაჭერით იქმნება", – ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა.
მიროშნიკმა ივარაუდა, რომ ევროპაში პრინციპულად არ არსებობს კონფლიქტის შეწყვეტის სურვილი, რადგან ევროკავშირის ლიდერებისთვის უკრაინა მხოლოდ „საზარბაზნე ხორცია“.
საგანგებო დავალებათა ელჩმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება პაუზის აღებას, რომელიც კიევმა, შესაძლოა, ახალი ესკალაციის მოსამზადებლად გამოიყენოს.
„უფრო რაციონალურია ვისაუბროთ იმაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ შეთანხმების მიღწევა, რომელიც მოიცავს ნაბიჯების მთელ ერთობლიობას, რაც მიმართულია ზუსტად იმ მიზნის მისაღწევად, რომელზეც პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა", – დასძინა მიროშნიკმა.
მან დააზუსტა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მხოლოდ ტექნიკური მომენტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ მოქმედებების შესასრულებლად. ამიტომ, პრიორიტეტი უნდა იყოს არა დროებითი სიმშვიდე, არამედ სრულფასოვანი სამშვიდობო შეთანხმება.