https://sputnik-georgia.com/20260908/ramdeni-gvinis-kompania-shemocmda-saqartveloshi-300490739.html
რამდენი ღვინის კომპანია შემოწმდა წლის დასაწყისიდან: მონაცემები განახლდა
რამდენი ღვინის კომპანია შემოწმდა წლის დასაწყისიდან: მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T19:00+0400
2026-09-08T19:00+0400
2026-09-08T19:00+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის რვა თვეში საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 5 კომპანიაში 15 შემოწმება განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა. სააგენტოს ცნობით, აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის მიერ ინსპექტირება კი 66 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა. იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 ათასი ლარი შეადგინა. სააგენტოს განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს. ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas 2021 წლის ივნისიდან ახორციელებენ. უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი ღვინის კომპანია შემოწმდა წლის დასაწყისიდან: მონაცემები განახლდა
უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დარღვევების რაოდენობა შემცირებულია.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026 წლის რვა თვეში საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 5 კომპანიაში 15 შემოწმება განახორციელა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა.
სააგენტოს ცნობით, აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
„ამასთან, 44 კომპანიაში 213 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. აღნიშნული კონტროლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების შესაბამისი ლოტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas-ისა და SGS-ის მიერ ინსპექტირება კი 66 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა.
იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა. დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 ათასი ლარი შეადგინა.
სააგენტოს განცხადებით, გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
ახალი რეგლამენტის მიხედვით, სერტიფიცირებული ქართული საექსპორტო ღვინის ინსპექტირებას ეკონომიკურ საბაჟო ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები SGS და Bureau Veritas 2021 წლის ივნისიდან ახორციელებენ.
უწყების ცნობით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.