https://sputnik-georgia.com/20260908/peskovi-koevs-moqniloba-aklia-300536338.html
კრემლი: კონფლიქტების მოგვარების საკითხში კიევს მოქნილობა აკლია
კრემლი: კონფლიქტების მოგვარების საკითხში კიევს მოქნილობა აკლია
Sputnik საქართველო
პესკოვის თქმით, მოსკოვს რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს. 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T17:45+0400
2026-09-08T17:45+0400
2026-09-10T19:55+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0b/294893966_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_3ea9a0ae0a6b56bc17632a942fea041d.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კიევს არ ჰყოფნის მოქნილობა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.„მე არ ვიტყოდი, რომ კიევი ასეთი მოქნილია და რომ მას ნამდვილად სურს ამ ომის შეჩერება“, – განაცხადა პესკოვმა Sputnik-ის ბრიფინგზე.პესკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინა დამოკიდებულია ევროპის რიგ ქვეყნებზე, რომლებიც ვერ თავისუფლდებიან რუსეთის სტრატეგიული დამარცხების იდეისგან, თუმცა მოსკოვი ამის საშუალებას არ მისცემს.მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინის საკითხის მოგვარებას მშვიდობიანი გზებით მიაღწიოს და ღიაა ამ პროცესისთვის.„ჩვენ გვსურს უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით. რუსეთი ღიაა ამ პროცესისთვის. სინამდვილეში, ჩვენ არასოდეს გვდომებია ეს ომი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.მოსკოვი ასევე მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას სიტუაციის მოსაგვარებლად. პესკოვის თქმით, ტრამპს ნამდვილად სურს წვლილი შეიტანოს კონფლიქტის გადაჭრაში.კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არ დაუწყია კონფლიქტი უკრაინაში და ახლა მის დასრულებას ცდილობს. „ჩვენ ვცდილობთ შევაჩეროთ ომი, რომელიც უფრო ადრე დაიწყო და ის ჩვენ არ დაგვიწყია“, – თქვა პესკოვმა.როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, ფრონტზე არსებული დინამიკის შესახებ ყველა ექსპერტისთვის ცნობილია – რუსული ჯარები წინ მიიწევენ.„მაგრამ ყოველ წუთს მზად ვართ მივიდეთ მშვიდობამდე. ეს კიევზეა დამოკიდებული. ასეთია რეალობა“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.პესკოვის თქმით, მოსკოვს რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/0b/294893966_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_d1e32c2df0fa39c858508dac60e7e3a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კრემლი: კონფლიქტების მოგვარების საკითხში კიევს მოქნილობა აკლია
17:45 08.09.2026 (განახლებულია: 19:55 10.09.2026) პესკოვის თქმით, მოსკოვს რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. კიევს არ ჰყოფნის მოქნილობა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„მე არ ვიტყოდი, რომ კიევი ასეთი მოქნილია და რომ მას ნამდვილად სურს ამ ომის შეჩერება“, – განაცხადა პესკოვმა Sputnik-ის ბრიფინგზე.
პესკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინა დამოკიდებულია ევროპის რიგ ქვეყნებზე, რომლებიც ვერ თავისუფლდებიან რუსეთის სტრატეგიული დამარცხების იდეისგან, თუმცა მოსკოვი ამის საშუალებას არ მისცემს.
მისი თქმით, რუსეთს სურს უკრაინის საკითხის მოგვარებას მშვიდობიანი გზებით მიაღწიოს და ღიაა ამ პროცესისთვის.
„ჩვენ გვსურს უკრაინის კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით. რუსეთი ღიაა ამ პროცესისთვის. სინამდვილეში, ჩვენ არასოდეს გვდომებია ეს ომი“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა.
მოსკოვი ასევე მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას სიტუაციის მოსაგვარებლად. პესკოვის თქმით, ტრამპს ნამდვილად სურს წვლილი შეიტანოს კონფლიქტის გადაჭრაში.
კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არ დაუწყია კონფლიქტი უკრაინაში და ახლა მის დასრულებას ცდილობს. „ჩვენ ვცდილობთ შევაჩეროთ ომი, რომელიც უფრო ადრე დაიწყო და ის ჩვენ არ დაგვიწყია“, – თქვა პესკოვმა.
როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, ფრონტზე არსებული დინამიკის შესახებ ყველა ექსპერტისთვის ცნობილია – რუსული ჯარები წინ მიიწევენ.
„მაგრამ ყოველ წუთს მზად ვართ მივიდეთ მშვიდობამდე. ეს კიევზეა დამოკიდებული. ასეთია რეალობა“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
პესკოვის თქმით, მოსკოვს რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს.