https://sputnik-georgia.com/20260908/mobilobis-msurveli-studentebis-registracia-dges-sruldeba-300489424.html
მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დღეს სრულდება
მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დღეს სრულდება
Sputnik საქართველო
უწყება სტუდენტებს მოუწოდებს, ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი. 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T12:58+0400
2026-09-08T12:58+0400
2026-09-08T12:58+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250077445_0:43:3095:1784_1920x0_80_0_0_7b8fdabb6bdd26abcf938359d10c1773.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე სრულდება, ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში. მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge – 24 აგვისტოდან მიმდინარეობს. უწყება სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში. მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და, კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი. კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი. ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის, მინიმუმ ერთი აქტიური წელი უფიქსირდება. სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი. მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის – students.emis.ge – პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250077445_124:0:2853:2047_1920x0_80_0_0_a2578e5fa90f6c5540a3455f7af8be9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დღეს სრულდება
უწყება სტუდენტებს მოუწოდებს, ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე სრულდება, ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.
მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge – 24 აგვისტოდან მიმდინარეობს.
უწყება სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში.
„ელექტრონულ პორტალზე მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები შემდგომი პრიორიტეტების შესაბამისად ნაწილდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და, კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი.
კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი.
ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის, მინიმუმ ერთი აქტიური წელი უფიქსირდება.
სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.
მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის – students.emis.ge – პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.