მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვმა უიტკოფისა და კუშნერის წინადადებებზე კიევის განცხადებებს სპეკულაცია უწოდა

© photo: Sputnik / Юрий Кочетков / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
ლავროვის განცხადება მოჰყვა ტრამპის სპეცწარმომადგენლების მიერ მოსკოვსა და კიევში გამართულ შეხვედრებს - კიევში მოლაპარაკებებს შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.
თბილისი, 8 სექტემბერი— Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფისა და ამერიკელი ლიდერის დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ წარდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით კიევის განცხადებებს სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთი მათ დონემდე არ დაეშვება.
„არ მინდა იმ ადამიანების დონეზე დავეშვა, ვინც ახლა იწყებს სპეკულირებას იმის თაობაზე, თუ რა ჩამოიტანეს მათ (უიტკოფმა და კუშნერმა - Sputnik ) მოსკოვში და რა წაიღეს შემდეგ ბატონმა უიტკოფმა და ბატონმა კუშნერმა კიევში. იქ ერთმა ქალმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა, უკვე თქვა, რომ ის, რაც მათ ჩაიტანეს, ბევრად უარესია იმაზე, რაზეც უკრაინამ უკვე თქვა უარი. მიმდინარეობს სპეკულაციები“, — განაცხადა ლავროვმა გადაცემაში „დიდი თამაში“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრა 5 სექტემბერს გამართა, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ამის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენლები კიევში გაემგზავრნენ, სადაც მოლაპარაკებები ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს. მოგვიანებით განხილვაში დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც ჩაერთნენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში პირობა დადეს, რომ კონფლიქტის მოგვარების შემდგომ ნაბიჯებს „უახლოეს კვირებში“ გამოაცხადებენ - განსახილველი გეგმების დეტალები არ საჯაროვდება.
7 სექტემბერს, ჟურნალისტების კითხვის პასუხად - კრემლისთვის ცნობილია თუ არა კიევში გამართული მოლაპარაკებების შედეგები - რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ასეთ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ფლობს.
ყველა ახალი ამბავი
0