კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
მედეა შენგელია ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში 7 სექტემბერს გარდაიცვალა.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენმდივანს, თბილისის მერ კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, მედეა შენგელია 7 სექტემბერს, თბილისში, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გარდაიცვალა.
იგი მეუღლესთან, კარლო კალაძესთან ერთად, წლების განმავლობაში სამტრედიაში ცხოვრობდა - მედეა შენგელია საზოგადოებრივ ასპარეზზე იშვიათად ჩნდებოდა და მედიის ყურადღებას ყოველთვის ერიდებოდა.
მედიის ცნობით, კახა კალაძე ყოველთვის განსაკუთრებული მადლიერებით საუბრობდა მშობლებზე და აღნიშნავდა, რომ მის წარმატებაში მშობლების მხარდაჭერამ უდიდესი როლი ითამაშა.
ყველა ახალი ამბავი
0