საქართველოს პრეზიდენტი ნორვეგიის მეფის ჰარალდ V-ის დაკრძალვას დაესწრება

© Courtesy of Mikheil Kavelashvili მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
ნორვეგიის მონარქის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია 2026 წლის 9 სექტემბერს, ოსლოს საკათედრო ტაძარში (Oslo Cathedral) გაიმართება.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად, ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიას დაესწრება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ნორვეგიის მეფე ჰარალდ მეხუთე ოსლოს საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. სამეფო კარის ოფიციალური ცნობით, მონარქის გარდაცვალების მიზეზი იშვიათი სისხლის დაავადება, ჰემოლიზური ანემია გახდა. მონარქი კლინიკაში 17 აგვისტოს გადაიყვანეს.
„მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია 2026 წლის 9 სექტემბერს, ოსლოს საკათედრო ტაძარში (Oslo Cathedral) გაიმართება. 89 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰარალდ V-ის ხსოვნას პატივს მიაგებენ მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახის წევრები და ათასობით მოქალაქე.
მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0