იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

© photo: Sputnikყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ვანში, ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ, ასევე სოფლელ ციხესულორში და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - კვახჭირსა და ქვედა სიმონეთში ფიზიკური პირების კუთვნილი ყველის საწარმოები შეამოწმეს.
„ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდნენ. ამავდროულად, ობიექტებზე აღმოჩნდა კრიტიკული შეუსაბამობები და ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველი, რომელიც შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა წყალტუბოში, სოფელ ქვიტირში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ საწარმოშიც. ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა, დარღვეული იყო ასევე ტექნოლოგიური პროცესი და ეტიკეტირების წესი.
ობიექტები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0